საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ფუძნარის მარიამ ღვთისმშობლის სახელობიის ეკლესიას ჩაუტარდა შემოღობვითი სამუშაოები.
არქეოლოგის ზედამხვედველობით ჩატარებული სამუშაოების მიხედვით, მოეწყო ყორებეტონის საძირკვლები, ადგილზე არსებული „მეორადი“ ნატეხი ქვების გამოყენებით, გალავნის კედლების გარე და შიდა საპირეების წყობა, ფლეთილი სიპი ქვით დუღაბზე. შეივსო გალავნის საპირეთშორისი, არსებული „მეორადი“ნატეხი ქვების ყორებეტონით.მოხდა კონსერვაცია გალავნის წყობის,შერჩეული ბრტყელი ფლეთილი ქვის ფილებით.
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა