ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება

  • Home
  • მთავარი
  • ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია განხორციელდება, 100-ზე მეტი უშუქო სოფელი კი ელექტროენერგიას მიიღებს

• მიმდინარე წელს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც დაიფარება ფშავის, უკანა ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის, არხოტის, პირიქითა ხევსურეთის, არდოტის და გუდამაყრის ხეობები.

• მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, საჯარო და კერძო სექტორში დანერგილი მრავალი ელექტრონული მომსახურებებით, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.

• დღესდღეობით, თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

• ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, მეორე ეტაპზე – პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები.

• ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება: 67 სოფელი; 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 3 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე)

• საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი დაფინანსებით მოხდება მზის პანელებითა და, შესაბამისად, ელექტროენერგიით 100-ზე მეტი სოფლის უზრუნველყოფა. საუბარია 400-მდე ოჯახზე, რომელსაც ელექტროენერგია დღემდე არ მიეწოდებოდა.

წყარო: საქართველოს მთავრობა