ფრანების ფესტივალი ბათუმში

28-29 ივლისს, ბათუმი ფრანების ფესტივალს უმასპინძლებს – ფესტივალი, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ბათუმის სანაპიროზე (ცენტრალური პარკის პირდაპირ) დღის პროგრამა 12 საათიდან დაიწყება და 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებასთან ერთად, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისიამონოვნონ ფრანების შოუთი, გაუშვან თავიანთი ფრანები და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მასტერკლასებში: სამოყვარული ფრანების გაშვება, ხელნაკეთი ფრანების აწყობა და სხვა.
უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გაიმართება პირველივე შესაფერის დღეს !
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები (Chiki / Rezz)
დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია.
ფესტივალის ორგანიზატორი: Kitedreams Georgia
გენერალური სპონსორი: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო
სპონსორები: ორბი ჯგუფი, მარკეტინგული კომპანია შინდი
პარტნიორები: აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, CAS Batumi, Giffer
წყარო: Kitedreams Georgia