25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი ხარების დედათა მონასტერის (რუის-ურბნისის ეპარქია) მხატვრული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
ექსპოზიციის კვირეული თბილისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით წარიმართება.
საგამოფენო სივრცე თვითნასწავლი მხატვრის იღუმენია ბარბარეს (გეგიძე) ფერწერულ ნამუშევრებს დაეთმობა.