ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

  • Home
  • მთავარი
  • ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელბს. იგი რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოgისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.

პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.

ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე.

აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე, რის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას.

წყარო: საქართველოს მთავრობა