ერთადერთი ადგილი თბილისში, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის ხსოვნას ატარებს, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ფიროსმანის ქუჩა #29 -ში მდებარე სახლია – კიბის ქვეშ მოწყობილი ნიკალას უკანასკნელი “საცხოვრისი” – დღეს ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალური მუზეუმი.
2020 წლის 20 თებერვლიდან 27 თებერვლამდე ფიროსმანის მუზეუმი უმასპინძლებს ლევან კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას – „თბილისური შუქ-ჩრდილები.“
ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998-2003) იწყება. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად იღებდა მონაწილეობას იმ პერიოდის ჯგუფურ გამოფენებსა და მანიფესტებში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, ბათუმში. მხატვრის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი შეხვდებით ლევან კაკაბაძის მიერ დაპროექტებულ არაერთ ნაგებობას.
შავ-თეთრი აქცენტებით განცდილ-დანახული ძველი თბილისური პეიზაჟების მომნუსხველი ანტურაჟი დამთვალიერებელს საინტერესო სიურპრიზს პირდება.
ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი
ფიროსმანის ქ. #29
წყარო:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო