საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის თესვა დაიწყო; ამ დრომდე ბალახი დაითესა 25 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე. დედაქალაქის მასშტაბით, ჰიდროთესვის პრინციპით ბალახის დათესვა 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი;
ამ დრომდე, რულონური ბალახი დაიგო 5000 კვადრატულ მეტრ ფართობზე. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, წყნეთის გზატკეცილზე, ვაკის სასაფლაოს მიმდებარედ, კოსტავა-შარტავას ქუჩების მიმდებარედ არსებულ თარგებში და 9 აპრილის ბაღში;
4000 კვადრატულ მეტრზე ჩატარდა მულჩირება და დაგეგმილია კიდევ 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე;
დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო. დაირგო იტალიური ფიჭვები და უნაყოფო თუთა. გარდა ამისა, გმირთა მოედანზე, ესტაკადასთან არსებულ დეკორატიულ ქოთნებში სურო დაირგო;
ამ ეტაპისთვის 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება გზაგამყოფი კუნძულების დემონტაჟი და მათი გამწვანებით ჩანაცვლება;
დაიწყო და მიმდინარეობს გამწვანებულ თარგებში სარწყავი სისტემის დამონტაჟება. მათ შორის, ხეთაგუროვის სკვერში, სააკაძის მოედანზე მდებარე თარგში, აგლაძის ქუჩისა და მარცხენა სანაპიროს კვეთაზე არსებულ თარგში, დუმბაძის ქუჩაზე, ბაგებში წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე თარგში და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ თარგში. სარწყავი სისტემის დამონტაჟება მიმდინარე წელს გაგრძელდება;
დასრულდა გოძიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონ ლარამდე შეადგინა;
მიმდინარეობს გლდანის პარკის რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია უტარდება მრგვალ ბაღს;
დაიწყო ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაობი. პარკის ტერიტორია 71313 კვადრატულ მეტრს შეადგენს;
მიმდინარეობს წყნეთის ფერდის აღდგენა;
ხორციელდება კუს ტბის ფერდობის აღდგენის სამუშაოები, სადაც ჯამში 7600 მწვანე ნარგავი დაირგვება;
დაიწყო კახეთის გზატკეცილის ორივე შუა გამყოფი ზოლისა და აეროპორტის მიმდებარედ, ,,ადამიანისა და მზის” მონუმენტთან არსებული თარგების მოწყობა;
გამწვანების ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავის შესყიდვა (ჯამში 9000-მდე ხე და 2636 ბუჩქი);
ფიტოსანიტარული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს წამლობა და ახალი მეთოდის დანერგვა, მავნებლის მართვის გეგმის შემუშავება, რომლის გამოყენება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი;
2019 წლის ბოლომდე სულ 120 000 ხის წამლობაა გათვალისწინებული;
ამ ეტაპისთვის შეთანხმებულია 350 დენდროგოლიური პროექტი, რაც ნიშნავს 350 ახალი მწვანე სივრცის გაჩენას ქალაქში.
წყარო: რა კეთდება