ოზურგეთში დასასვენებელი პარკი იხსნება

  • Home
  • მთავარი
  • ოზურგეთში დასასვენებელი პარკი იხსნება

ოზურგეთში, 1 მაისს ახალი დასასვენებელი პარკი იხსნება.

პარკი ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს და ყოველ დღე, დილის 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება ღია ნებისმიერი მნახველისთვის.
წვერმაღალას პარკის ტერიტორიაზე არსებულ ბაღში მდებარე პატარა ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და სხვა ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია. მეორე იარუსზე დაახლოებით 50 მეტრ სიმაღლეზე ასასვლელი კიბეები გაკეთდა, საიდანაც დამსვენებელს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლება. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატური.
წვერმაღალას პარკი, რეგიონში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით აშენებულ სხვა უნიკალურ პროექტებთან ერთად, ამ ზონას განსაკუთრებულს ხდის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, დამსვენებლებისთვის

წყარო: ქართული ოცნება