ოცნებები ხდება

სასიამოვნო სითბო მაღვიძებს…თეთრ უბრალო ნახევრად დახეულ ფარდებში მზის სხივებს შემოეჭყიტათ…მზე ისე ლამაზად დასთამაშებდა სამყაროს თითქოს ცდილობდა თავისი სიძლიერითა და სიმხურვალით ეცოცხლებინა ქვეყნიერება…

წამოვდექი ხისგან შეკრული ძველი ლოგინიდან ,რომელსაც სიძველისგან ლპობა დაეწყო.ოთახი პატარა და უწესრიგოა…თუმცა ზუსტად ამაშია მოგზაურობის ხიბლიც…უცხო გარემო, უცხო ადგილი, უცხო ადამიანები და ახალი აზრი რომ სამყარო მოულოდნელობებითაა სავსე…

მალევე წამოვდექი და როცა კარის გაღება ვცადე ,მან გამაოგნებელ ხმაზე დაიწყო ჭრიალი(ისეთი შეგრძნება მაქვსთითქოს კარი წამიწამზე უნდა ჩამოვარდეს)გარეთ გამოსულს სიცხე მაწუხებს და საშინელ წყურვილს ვგრძნობ…ალბათ ამასთან შეგუება მომიწევს.მე  ხომ აფრიკაში წამოვედი ,ყველაზე ცხელ კონტინენტზე სამყაროში.მზეს ეს ადგილი თავის რჩეულად გამოუცხადებია ,მხოლოდ მისთვის ემეტება თავისი სხივები.

მალე ჩემი მეგობარიც მოვიდა და ვიწყებთ მოგზაურობის პირველ დღეს.მანქანაში ვსხდებით…ირგვლივ ყველაფერი ქვიშითაა დაფარული… საითაც არ უნდა გაიხედო ყველა მხარეს ერთნაირი პეიზაჟი დაგხვდება.თუმცა მანქანაში მჯდომს თბილი ნიავი მიბერავს,ქერა თმას მიშლის და მეტად მათამამებს ამ ყველასგან გაუცხოებულ ადგილას.

დანიშნულების ადგილას მისულებმა მაშინვე მანქანის დატვირთვა დავიწყეთ ,ჩვენს მიერ ჩამოტანილი საკვებითა და წამლებით.ჩვენ ექიმები დახმარების მოყვარული ადამიანები ვართ…მაშინვე გარემოზე დაკვირვებას ვაგრძელებ…აქ ხალხი სხვანაირია…მათი ქცევები ,მათი გამოხედვა-განსხვავებულია.ისინი თითქოს სხვა ტკივილს ატარებენ გულით ,თითქოს სხვანაირად განიცდიან ყველაფერს.ძალიან თავაზიანი და თავმდაბალია ხალხია ალბათ ,ინიტომ რომ აფასებენ გრძნობებს და მატერიალისტები არ არიან…ცოტახანში მადლობას ვუხდით და უკან ვბრუნდებით.დაბრუნებულები კი სახლებში პროდუქტებს ვანაწილებთ და სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინას ვაკეთებთ. უამრავი ოჯახი მოვიარეთ ,უამრავ ადამიანს შევხვდით ,რომელთა მდგომარეობა შემზარავია.მათი საცხოვრებელი ადგილი და ბუნებრივი პირობები უბრალოდ…საშინელებაა.წარმოუდგენელია ადამიანები ასეთ გარემოში არსებობდნენ და დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში რომ სამოგზაუროდ ეს ადგილი ავირჩიე, მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა ჩამოსვლამ ეს პრობლემები ვერ მოაგვარა.ვფიქრობ ,ცოტათი მაინც გავახარეთ ისინი.

უნდა გენახათ მათი მადლიერი თვალები…ეს ნებისმიერ ადამიანს ბედნიერებას მიანიჭებდა.მოგზაურობისთვის შვიდი დღე გვქონდა გამოყოფილი. სამი დღის შემდეგ, როცა ხალხის დხმარება დავამთავრეთ.გადავწყვიტეთ ეგვიპტის მონახულება.

ეგვიპტეში წასასვლელად მანქანა დავტვირთეთ ხალხსაც დავემშვიდობეტ და ამ დროს ერთი მოხუცი ქალი მოვიდა.მე და ჩემს მეგობარს რაღაც თილისმა გვაჩუქა ,რომლის მნიშვნელობა მოგვიანებით გავარკვიე-დიდი ლომი იყო გამოსახული რომელიც თავისუფლების ნიშანი აღმოჩნდა.ამ საჩუქარმა ძალიან გამახარა…რადგან მივხვდი რომ ეს მოგზაურობა სამუდამოდ წარუშლელი დარჩებოდა ჩემს ცხოვრებაში.

გზად საჰარას ოაზისები ვნახეთ…ულამაზესი…სრულყოფილი…მხოლოდ ამ ეპითეტებით შემიძლია მისი დახასიათება.როცა გავჩერდით ვუყურებდი,ვუყურებდი,ვუყურებდი და სურვილს ვერ ვიკმაყოფილებდი…ამ  მზიის სიყვარულით დაჯილდოებულ ადგილას უამრავ გასაოცარ რაღაცას ნახავ.თან შეგიძლია ნახო ის რასაც სხვაგან ვერ ნახავ…უბრალოდ შეუძლებელია.შეიძლება მთელი მსოფლიო გქონდეს მოვლილი მაგრამ ასეთს ვერსად ვერაფერს ნახავ.

ბოლოს როცა ეგვიპტეში ჩავედით ამ ქალაქის სილამაზით აღფრთოვანებულმა ქუჩებში ხეტიალი გადავწყვიტეუამრავი რაღაც შევიძინე რათა ამ სილამაზის აღქმა სახში დაბრუნებულს ცოტათი მაინც შემძლებოდა.სამი დღე ისე გავიდა ვერაფერი გავიგე და ბოლო დღეს გამგზავრებიდან ორი საათით ადრე პირამინდების სანახავად წავედი…უცებ მივხვდი რომ მალე ამ კონტინენტიდან გავუჩინარდებოდი და ჩემს წასვლას ვერც ვერავინ გაიგებდა რაც სავსებით არ მსურდა… მინდოდა დრო გაჩერებულიყო და სამუდამოდ დავრჩენილიყავი ,თუმცა…

რაღაც ცივი ნიავი ოცნებებიდან მაფხიზლებს…უცებ რეალობაში ვბრუნდები…თვალებს ვახელ პასტას ლამაზად გაფორმებულ ბლოკნოტში ვდებ და დიდი ხანი დავყურებ მას…ვგრძნობ ისევ მინდა იქ დაბრუნება მაგრამ ეს შეუძლებელია…მე უბრალოდ ოცნებებსა და დროში ვიმოგზაურე…ბოლოს ვდგები და სახლისკენ მიმავალი ვფიქრობ რომ ოცნებები ხდება…მე ხომ ჯერ არ მიმოგზაურია…მაგრამ ვხვდები რომ ყველაფერი წინაა…ოცნებები ხდება…ასე რომ მე 15 წლის გოგონა სახელად ანი მოუთმენლად ველი მოგზაურობას ,რომელიც ალბათ მალე დადგება…