ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

  • Home
  • მთავარი
  • ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

2017 წლის 23 მაისს საქართველო-თურქეთს შორის ხელმოწერილი ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში და ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, 2018 წლის 20 მაისს, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები.

შემდეგი ეტაპისთვის დაგეგმილია ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ.

სიმბოლურია, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

წყარო: საქართველოს მთავრობა