ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • ოკაცეს ჩანჩქერი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

დღეიდან, ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ვიზიტორებს ელის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 100 ლარით იყო დაფინანსებული.

ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო