დღეიდან, ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი ვიზიტორებს ელის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 1 100 100 ლარით იყო დაფინანსებული.
ოკაცეს ჩანჩქერი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს.
წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო