კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ უძველეს და შთამბეჭდავ ცენტრს, ისტორიულ „ციხე-გოჯს“ იგივე „ქუჯის ციხეს“ ბიზანტიელები „არქეოპოლისს“ ანუ ძველ ქალაქს უწოდებდნენ.
ურთულეს რელიეფზე, თითქმის 20 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ციხე ქალაქი ამიერკავკასიის სივრცეში უანალოგო მაშტაბების ნაქალაქარია, სადაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ურბანული ქსოვილი: სასახლეები, ეკლესიები, წყალსაცავი, უნიკალური გვირაბი, აბანოები და წარმოუდგენლად მძლავრი ფორტიფიკაცია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მომზადდა ნოქალაქევის განვითარების მენეჯმენტ გეგმა საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო და რენოვაციის სამუშაოებით.
განხორციელდა ნაქალაქარის ქვედა ნაწილისა და XIX საუკუნის ხიდის სრული კონსერვაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგება, მოეწყობა ვინოტეკა.
2019 წელს იგეგმება ახალი მუზეუმის მშენებლობა საექსპოზიციო და საზოგადოებრივი სივრცეებით, საცავებით, აუდიტორით, ბიბლიოთეკითა და ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორით.
წყრო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო
კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018