სოფელ ნიკორწმინდაში ტაძრამდე მისასვლელი გზისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები 2 წლის წინ დაიწყო და წელს ზაფხულში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მოედნის, ღობის, ჭიშკრების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების ფასადების რეაბილიტაციას, მცირე სკვერის მოწყობას და სუვენირების მაღაზიის, პარკინგის მშენებლობას.
26 კმ-იანი გზის მონაკვეთი, რომელიც 8 სოფელს აკავშირებს, ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა
წყარო: რა კეთდება