ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

  • Home
  • მთავარი
  • ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება. ,, Museum global – Microhistories of an Ex-centric Modernism“. საექპოზიციო სივრცე 5 თვის განმავლობაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს დაეთმობა. გამოფენაზე, სახელწოდებით K20-Kunstsammlung NRW, მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 2019 წლის 10 მარტამდე ქართველი მხატვრის ნამუშევრები: “მალაკნების ქეიფი“, „ხილის დუქანი“, „ორთაჭალის ტურფა“ და ნატურმორტი პაბლო პიკასოს, ამადეო მოდილიანის, მარკ შაგალის, ვასილი კანდინსკის, კაზიმირ მალევიჩისა და სხვათა ნამუშევრებთან ერტად იქნება ექსპონირებული.

წინასაგამოფენო მზადების პროცესში ჩართულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახური, რომელსაც დიუსელდორფში სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა დოლიძე წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან კი ქართულ დელეგაციას კონსერვატორი ეველინა კარსელი უხელმძღვანელებს.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების ტრანსპორტირებას წინ უძღოდა მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცედურული და მოსამზადებელი სამუშაოები.
გამოფენა ,, Museum global – Microhistories of an Ex-centric Modernism“ მოიცავს 1910-1960 წლების პერიოდს. ამ დროისათვის გამოფენა მზადების პროცესშია.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა