ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში

  • Home
  • მთავარი
  • ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში

ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმში 400 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა. გამოფენის დასასრულს, ალბერტინას მუზეუმმა ფიროსმანის გამოფენას კიდევ ერთი ვიდეორგოლი მიუძღვნა. „ჩემთვის, ნიკო ფიროსმანის გამოფენა ალბერტინას მუზეუმის ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენათა რიცხვშია“ – ვენის ალბერტინას მუზეუმის დირექტორი კლაუს ალბრეხტ შრედერი.

მხატვრის გამოფენას 2 მარტიდან, ამჯერად არლში, ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ელიან, სადაც ვან გოგისა და ფიროსმანის ნამუშევრები ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.