ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს

  • Home
  • მთავარი
  • ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნავენახევის  მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.

ინფრასტრუქტურულ პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 980 000 ლარით იყო დაფინანსებული.

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Tags: