ნაძვის ხეების ფესტივალი 2017

ტრადიციულად “მეიდან ივენთს-ის” ორგანიზებით, ძველ თბილისში, მეიდანზე 23 და 24 დეკემბერს ჩატარდება ნაძვის ხეების ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება: ორიგინალური ნაძვის ხეები, ჩატარდება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც შეძლებთ საოცარი საახალწლო ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების, სათამაშოების და აქსესუარების შეძენას. უამრავი ტკბილეული, ჩურჩხელები, გოზინაყი, ცხელი გლინტვეინი, ჩაი, შოკოლადები და ა.შ.

დღის ბოლოს გრანდიოზული ფოიერვერკი და რა თქმა უნდა , ყველასთვის საყვარელი საახალწლო თემატიკის მუსიკა მთელი დღის განმავლობაში იზრუნებს თქვენს განწყობაზე.

წყარო: Meidan Group

Tags: