მუზეუმი ღია ცის ქვეშ !

რა მაგარი შეგრძნებაა არა მოლოდინი?

წინასწარ რომ გეწყება გულისფანცქალი და ხელების ოფლიანობა..სუნთქვა რომ გეკვრება და დღეებს ითვლი..

მოწყენილი რომ ხარ და წამით გაგიელვებს გულში თუ არა ბედნიერებისგან გაგაჟრჟოლებს..

წიგნს რომ იყიდი,ითმენ ითმენ და მერე ერთი ამოსინთქვით კითხულობ .. ფილმს რომ შეარჩევ და ერთი სული რომ გაქვს ფერადი კადრების მორევში ჩაიძირო..

ასე დამემართა,როდესაც მოგზაურობამდე 2 კვირით ადრე ბილეთების საყიდლად წავედით.

 

თავიდან იტალია,შემდეგ საფრანგეთი ხან მალდივები შემოგვთავაზეს.დღემდე არ ვიცი როგორ შევჯერდით და რატომ ვიყიდეთ ბილეთები ბარსელონას მიმართულებით!

 

ფრენის დღე! ბარგი გულდასმით ჩავალაგეთ, რამოდენიმე ოფიციალური პროცედურა გავიარეთ და ერთი ამოსუნთქვით ბარსელონას ქუჩებში აღნოვჩნდით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კაშკაშა მზე..ბევრი ღიმილი..თავისუფლება..ფერების სიჭრელე..  არაბუნებრივი სილამაზე.. გაუდის არაორდინალურობა.. ვიწრო და ფართო ქუჩების ჰარმონია.. ქვაში ნაკვეთი ორნამენტები..   ფერადი შუშებით შემკული კათედრალები – ეს  ბ ა რ ს ე ლ ო ნ ა ა  არქიტექტურული საოცრება !

პირველ დღეს  გაუდის შემოქმედებითი არეალის ყველაზე ბრწყინვალე  ნიმუში „საგრადა ფამილიას ეკლესია“  მოვინახულეთ.  გასაოცარია რა დიდებულად დგას  ბარსელონას მშვენება ქალაქის გულში თავმომწონედ.  ასე მეგონა   მაღლა  აზიდული კოშკები, ცას მისწვდება მეთქი. არ არსებობს საქებარი სიტყვა, რომელიც ამ ქმნილებას ღირსეულად

აღწერს.

 

 

 

თითოეული ჩუქურთმა   გასაოცარია, ღმერთი თითქოს ყველა პატარა დეტალშია. თითოეული  კომპოზიციას მთელი ემოციური დატვირთვა აქვს.  ეს დიდებული ქმნილება  სხვა შენობებს ზემოდან გადმოსცქერის და  ბარსელონას სიმბოლოდაც კი იქცა.

შემდეგ  გაუდის ახდენილ ოცნებას,  გუელის პარკს  ვესტუმრეთ. ბუნებისა და ფერების საოცარი ერთობლიობა, ბუნებისა და შემოქმედების ნაზავი, ფერების უსაზღვრო მრავალფეროვნება. სადაც ვირტუოზულად არის გამოყენებული ფერთა ჰარმონია და მასალების ნაირსხვაობა .

გამაოცა  უჩვეულო ფორმის,  სამუზეუმო ექსპონატების ასეთმა კომბინაციამ.  უცნაური ფორმის ქანდაკებები და სვეტები, ათასფერი მოზაიკა  ისე შერწყმია აქაურ ლანდშაპტს თითქოს ერთი მთლიანობაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ღია ცის ქვეშ მოწყობილი ეს უზარმაზარი მუზეუმი პატარა ზღაპარივითაა. შენ კი  ამ ზღაპრის პერსონაჟი ხარ და შაქარყინულის მსგავსს შენიბებს ხელით ეხები.

გაუდის უსაზღვრო ფანტაზიის  ბრწყინვალე ნიმუშია კასა ბატლო და კასა მილა.  არცერთგან ბუნება ისე არაა ახლოს შენთან , როგორც გაუდის სახლებში. ფანჯრები,კიბეები,აივნები,მოაჯირები,სახლის თითოეული დეტალი ბუნებას გაგონებს.  ყველაფერი ისეა გადაწყვეტილი, რომ მაქსიმალურად დაგარწმუნის  სახლის ბუნებრიობაში.  სახლები  არის ინდივიდუალისტის ნამუშევარი რომელიც   დეტალებისგან ქმნიდა მასშტაბურ შედევრებს.და მეც  მილიონიმით ადამიანის მსგავსად  ბარსელონაში გაუდის  ნამუშევრების იმ  მაგიური ენერგიის აღსაქმელად ჩავედი  რაც მათ მუდამ თან ახლავთ.

 

 

 

 

 

 

 

ოდესმე თუ მოგისმენიათ ესპანური გიტარის ხმა?

ზუსტად ის პირველი ჰანგი,რომელიც მთელი ესპანეთის სულს და კულტურას გვამცნობს..

 

ლას–რამბლასზე კაფეებითა და შოპინგით, გოტიკური კვარტალის ვიწრო ქუჩებით,ქვიშიანი სანაპიროთი და ქალაქის შთამბეჭდავი არქიტექტურით, ბარსელონა ღია ცის ქვეშ აგებული დიდებული მუზეუმია.

ჩემთვის ბარსელონაში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან.

 

ბარსელონაში  ამბობენ, რომ აქაური კულტურული ვირუსი არასოდეს  იკურნება. შეგეყრება და დროდადრო თავს  შეგახსენებს…

 

 

 

 

 

 

სპონტანურად გადავწყვიტეთ ბარსელონაში მოგზაურობა და არც ერთი წამით არ მინანია !   ვეცადე ამ ხუთ წუთში ჩამეტია ყველაფერი რამაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

https://www.youtube.com/watch?v=fteyQf_pfMk

Tags: