„მწვანე ტურიზმი საქართველოში“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და გერმანიის ტექნიკური დახმარების ფონდიGIZ – დახმარებით ახალი ბროშურა
„მწვანე ტურიზმი საქართველოში“ გამოიცა.
ბროშურის პრეზენტაცია კიკვიძის ბაღის ბიბლიოთეკაში მოეწყო.
პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, გერმანიის საელჩოს და GIZ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა საინიციატივო სამუშაო შეხვედრა თემაზე – მწვანე ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მწვანე ეკონომიკის ჭრილში. მწვანე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას გამართეს.
შეხვედრას დაესწრნენ, როგორც კერძო სექტორის (განთავსების ობიექტები, ტურ-ოპერატორი, ღვინის ტურიზმის ობიექტები და სხვა), ასევე სახელმწიფო სექტორის (დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვის სამინისტრო) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია