მთის კურორტებზე “მინი” საბაგიროები დამონტაჟდება

  • Home
  • მთავარი
  • მთის კურორტებზე “მინი” საბაგიროები დამონტაჟდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“
„მინი“ საბაგიროს დამონტაჟებას დაიწყებს.

საბაგიროების მწარმოებელი გერმანული კომპანიის საბაგიროები არ ჯდება ძვირი, დაახლოებით, 25 000 ევროს ფარგლებშია.

საბაგირო არის 200-300 მეტრის სიგრძის.

ახალი წამოწყება აუცილებლად გაგრძელდება ქვეყნის სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც მეტეოროლოგიური მონაცემები და რელიეფი ამის საშუალებას იძლევა.

მნიშვნელოვანია, რომ მცირე ზომის საბაგირო გზები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ იმ სოფლებში, სადაც ცხოვრობენ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სამომავლო კარიერისათვის.

წყარო: საქართველოს მთის კურორტები

Tags: