“მთის ხალხის ფესტივალი” იტალიაში

2018 წლის 18 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ბრუნეკში „მთის ხალხის ფესიტავლი“ გაიმართა,რომელიც სვანეთის კულტურას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმებში „რიპა“ სვანური მატერიალური და არამატერიალური ძეგლების პრეზენტაციას.

სვანური ხალხური შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისთვის მოეწყო სვანური კულტურისადმი მიძღვნილი საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცე.

გაიმართა ლექცია.

სვანური ტრადიციული ინსტრუმენტების შექმნის ისტორიისა და დამზადების ტექნოლოგია,ხეზე ჭრის ტრადიდიციის შესახებ. მოხდა ქართული ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია სვანური მარილის ჩათვლით.

რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის 2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილმა ალპინისტმა იტალიის ქალაქ „ბრუნეკში“ პრეზენტაცია გამართა, სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის მშენებლობის შესახებ.
ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რეინჰოლდ მესნერსა და „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის,მესნერის მიერ მოწყობილი მუზეუმის სვანურ მაჩუბში.

ფესტივალს დაესწრო იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა დ ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“ და საქართველოს,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები.

 

წყარო: საქართველოს მთის კურორტები