არ გამოტოვოთ მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოგზაურების, ავტორების, ფოტოგრაფებისა და რეჟისორების თვალით დანახული შორეული მოგზაურობების საოცარი ექსპედიციების და თავგადასავლების ნახვის შესაძლებლობა.
2017-2018 წლის მსოფლიო ტური 40 ქვეყანაში, 550-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება.
ორგანიზაცია ტრანსკავკასიურ ბილიკს Banff-ის სამთო ფილმების ფესტივალი კავკასიაში პირველად ჩამოაქვს.
ფესტივალი გაიმართება 29 სექტემბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ ღია დარბაზში, Backstage/33ა.
ღონისძიება იქნება მთის მოყვარულების შეკრება.
ასევე გათამაშდება საჩუქრები და შეხვდებით სხვადასხვა ცნობილ და მიღწევების მქონე მთასვლელებს და სპორტსმენებს.
ფესტივალიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება პროექტს „ტრანსკავკასიური ბილიკი“, რომლის ფარგლებშიც შენდება გრძელი (>3000 კმ) სალაშქრო ბილიკი კავკასიონის გასწვრივ და აკავშირებს 3 ქვეყანას (საქართველო, სომხეთიდააზერბაიჯანი).
მოემზადეთ, შთამბეჭდავი, შთამაგონებელი ისტორიების სანახავად 29 სექტემბერს!
წყარო: transcaucasiantrail