მსოფლიოში პოპულარული გადაცემა Grand Tour საქართველოს შესახებ

  • Home
  • მთავარი
  • მსოფლიოში პოპულარული გადაცემა Grand Tour საქართველოს შესახებ

ლეგენდარულმა წამყვანებმა საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმოგზაურეს.

გადაღებები ბათუმში, გორში, ხურვალეთში, რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობდა. Grand Tour-ის წამყვანებმა საქართველო Bentley-ით, BMW-ითი და Aston Martin-ით შემოიარეს.

სატელევიზიო შოუ Grand Tour 2016 წლიდან Amazon Prime-ის საშუალებით ვრცელდება. 2015 წლამდე ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი BBC-ზე გადაცემა Top Gear-ის წამყვანები იყვნენ.

Amazon Prime-ზე ლეგენდარული წამყვანების გადაცემას Grand Tour-ს 500 მილიონი მაყურებელი ჰყავს. გადაცემა განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია