მსოფლიოს 10 საოცარი ადგილი, რომელთა არსებობა დაუჯერებლად გვეჩვენება

  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიოს 10 საოცარი ადგილი, რომელთა არსებობა დაუჯერებლად გვეჩვენება

არსებულ რთულ პერიოდში, ყველანი ვოცნებობთ მოგზაურობაზე და ახალი ადგილების აღმოჩენაზე, მართალია, ჯერჯერობით შეუძლებელია თავისუფლად მოგზაურობა, მაგრამ ეს დრო შეგვიძლია დავუთმოთ დაუჯერებლად ლამაზი ადგილების მოძიებას, რომელთა ნახვაც არავის დატოვებს გულგრილს და რომლებიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ პანდემიის დასრულების შემდეგ.

ქვემოთ ჩამოთვლილია მსგავსი ადგილების ათეული:

     1. “სალარ-დე-უიუნი”, ბოლივია 

სალარ-დე-უიუნი მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ტბაა, რომელიც ზამთარში გაყინულია, ხოლო წვიმიან სეზონზე (სექტემბერი-მაისი) გიგანტურ ცის ამრეკლავ სარკედ გვევლინება. ამ მონუმენტური პრეისტორიული ტბიდან დარჩენილი აუზები ქმნის მოციმციმე, მოჩვენებით ჰორიზონტს, რის გამოც ის ერთ-ერთ საუკეთესო დესტინაციაა მსოფლიოში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ორიგინალური და საინტერესო ფოტოების გადაღება.

     2. “ბაიკალის ტბა”, რუსეთი

კიდევ ერთი საოცარი ტბა, მდებარეობს სამხრეთ ციმბირში და არის მსოფლიოში უდიდესი მტკნარი წყლის საბადო. ბაიკალის ტბა განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, რადგან ამ დროს ტბა ფენა-ფენად იყინება, ყინულზე სხვადასხვა ფორმები გამოისახება და იქმნება საოცარი სანახაობა. დეკემბრიდან თებერვლამდე ტემპერატურა შეიძლება დაეცეს -19°C- მდე, ამიტომ აქ მოგზაურობისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო.

     3. “კუანგ სის ჩანჩქერი”, ლაოსი

სამ იარუსიანი ჩანჩქერი, გამჭვირვალე, სუფთა და ცისფერი წყლით საოცარ სანახობას გვპირდება, ამ ადგილის ნახვით ნამდვილად სამოთხეში იგრძნობთ თავს. კუანგ სის ჩანჩქერი ლაოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესტინაციაა და განსაკუთრებით იზიდავს ლაშქრობის მოყვარულ მოგზაურებს, ჩანჩქერთან მისვლა შესაძლებელია ქალაქ ლუანგპრაბანგიდან. 

     4. “ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი”, ჩილე

სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ეროვნული პარკი, მდებარეობს სამხრეთ პატაგონიაში, აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი მთები, ტბები, მდინარეები და გასაოცარი, დიდებული მყინვარები.

     5. “ვაიომინგის ცხელი წყარო”, აშშ 

მდებარეობს იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში, ვაიომინგის შტატში, აშშ-ში. ის სიდიდით მესამე ცხელი წყაროა მსოფლიოში. ბუნებრივი აუზი, ცისარტყელას ფერებშია, რაც მას არაამქვეყნიურ შესახედაობას აძლევს. ამ ადგილს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

     6. “ჰუაჩაჩინა”, პერუ 

შთამბეჭდავი უდაბნოს ოაზისი, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა არსებული სარწყავი ჭის გარშემო. პატარა ტბა და უდაბნოს ტერიტორია ცნობილია, როგორც ამერიკის ოაზისი, მდებარეობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უნაყოფო ადგილის ცენტრში, უდაბნო სეჩურაში, პერუს დასავლეთ სანაპიროზე.

პერუში მოგზაურობისას ასევე აუცილებლად უნდა მოინახულოთ, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, მაჩუ-პიკჩუ.

     7. “ჯოჯოხეთის კარიბჭე”, თურქმენეთი

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” მდებარეობს ყარაკუმის უდაბნოს გულში, ის სინამდვილეში გეიზერია, თუმცა სახელი სწორად აქვს შერჩეული, რადგან გეიზერი მოგვაგონებს ჯოჯოხეთს არაამქვეყნიურად მაღალი ტემპერატურით, ორთქლითა და იქ არსებული გარემოთი, მიუხედავად ამისა ამ ადგილს მაინც სტუმრობენ ტურისტები.

     8. “ჟანჯიაჯიეს ეროვნული ტყე-პარკი”, ჩინეთი

ეს არ არის ფოტო ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან, ეს ადგილი რეალურად არსებობს ჩინეთში. საბაგიროდან თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ამაღლებული კლდოვანი წარმონაქმნები და დატკბეთ ბუნების არაამქვეყნიური სილამაზით. შესაძლოა, ბევრისთვის ეს ადგილი უკვე ნაცნობი იყოს ჰოლივუდის ერთერთი ცნობილი ფილმის – „ავატარის“ სცენებიდან.

     9. “რინჯანის მთა”, ინდონეზია

რინჯანის მთამდე მისასვლელად საჭიროა რამოდენიმე დღიანი რთული მარშრუტის გავლა, რაც ნამდვილად ღირს, რადგან ბოლოს თქვენ დაჯილდოვდებით საოცარი სანახაობით, მთა რინჯანის მწვერვალის ხილვით, ინდონეზიის მეორე ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანითა და  ულამაზესი ხედით. ასევე ადგილზე იხილავთ კრატერის ტბას, რომელსაც ადგილობრივები “ზღვის ბავშვს” უწოდებენ.

ასევე ინდონეზიაში ყოფნისას არ გამოტოვოთ დრაკონების ნახვის შანსი კომოდოს ეროვნულ პარკში.

     10. “მარმარილოს გამოქვაბულები”, პატაგონია

პატაგონია ბევრისთვის ცნობილია, როგორც სამყაროს დასასრულის დასაწყისი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ აქ ნახავთ ისეთ პეიზაჟებს, რომელთა ნახვაც სხვაგან შეუძლებელია. პატაგონიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი მდებარეობს ბუენოს-აირესის ტბის ცენტრში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მარმარილოს მღვიმეები, მარმარილოს საკათედრო ტაძარი და მარმარილოს სამლოცველო, რომლებსაც ასე უწოდებენ მათი გუმბათოვანი ჭერისა და იქ არსებული ატმოსფეროს გამო, ადგილზე მისვლა შესაძლებელია მხოლოდ ნავით.

 

წყარო: Skyscanner

ავტორი: სოფო უშხვანი

 

Tags: