მსოფლიოს 10 ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ “Google”-ში

  • Home
  • მსოფლიო
  • მსოფლიოს 10 ღირსშესანიშნაობა, რომელსაც ყველაზე ხშირად ეძებენ “Google”-ში

რომელია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა? ჩინეთის დიდი კედელი? ეიფელის კოშკი? მაჩუ – პიქჩუ? კელნის ტაძარი? მსოფლიოში უამრავი ღისრშესანიშნაობაა, რომლებიც ტურისტებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან. მაგრამ ყველაზე ხშირად რომელს ეძებდნენ Google-ში ბოლო ერთი წლის განმავლობაში? 

ინდოეთში მდებარე თაჯ-მაჰალს საშუალოდ 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი ეძებდა თვეში. შედეგები გამოაქვეყნა ბრიტანულმა სამოგზაურო დაზღვევის კომპანიამ “Columbus direct”-მა. ამასთან, კომპანიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია საძიებო მოთხოვნების დროის შესახებ. 

ყოველწლიურად დაახლოებით რვა მილიონი ტურისტი სტუმრობს თეთრ მავზოლეუმს, რომელიც მე -17 საუკუნის შუა პერიოდში ააშენა შაჰ ჯაჰანმა, მისი დიდი სიყვარულის საპატივსაცემოდ. ამდენი ტურისტის შეკრება საფრთხეს უქმნის შენობის არსებობას. სწორედ ამიტომ ახლა არსებობს რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მასობრივი ტურიზმის შეზღუდვას. მომავალში ყველა, ვინც თაჯ მაჰალში სამ საათზე მეტხანს გაატარებს, ჯარიმდება – ბილეთის ღირებულების ოდენობით. 

     1. “თაჯ-მაჰალი”, ინდოეთი, 1,417,650 ნახვა თვეში

     2. “მაჩუ პიქჩუ”, პერუ, 1,269,260 ნახვა თვეში

     3. “ბურჯ ხალიფა”, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 1,103,950 ნახვა თვეში

     4. “ნიაგარას ჩანჩქერი”, აშშ / კანადა, თვეში 945 810 ნახვა

     5. “ეიფელის კოშკი”, საფრანგეთი, 916 270 ნახვა თვეში

     6. “სტოუნჰენჯი”, დიდი ბრიტანეთი, 833,690 ნახვა თვეში

   

     7. “ევერესტის მთა”, ნეპალი / ჩინეთი, თვეში 778,350 ნახვა

     8. “თავისუფლების ქანდაკება”, აშშ, 758 720 ნახვა თვეში 

     9. “საგრადა-ფამილია”, ესპანეთი, 742,470 ნახვა თვეში

     10. “პენტაგონი”, აშშ, 732,930 ნახვა თვეში 

 

წყარო: top7travel 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: