მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) თანამშრომლობა სანაპირო ტურიზმის განსამტკიცებლად ლიბერიაში

  • Home
  • მთავარი
  • მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) თანამშრომლობა სანაპირო ტურიზმის განსამტკიცებლად ლიბერიაში

ლიბერიის ერთ – ერთი მთავარი ტურისტული პროდუქტი მისი სანაპიროა. ბოლო წლებში შემუშავდა რამდენიმე ინიციატივა ლიბერიის ტურისტული პროდუქტის განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის, რომლებიც დაფუძნებულია ქვეყნის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაზე,, კერძოდ, სერფინგი განისაზღვრა, როგორც ნიშური ბაზარი, რომელსაც აქვს ქვეყნაში განვითარების საკმაოდ მაღალი პოტენციალი, ამ კუთხით გამორჩეულია ქალაქი „რობერტსპორტი“, რომელსაც შესანიშნავი გეოგრაფიული მახასიათებლები გააჩნია სერფინგის განსავითარებლად.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი (ITC) და UNWTO თანამშრომლობენ ლიბერიაში ტურიზმის სექტორის განსავითარებლად, რომელიც ფოკუსირებულია სერფინგის განვითარებაზე ქალაქ რობერტსპორტში. პროექტი დაფინანსებულია (EIF)-ის მიერ და ხორციელდება ITC- ს, როგორც წამყვანი სააგენტოს და UNWTO-ს, როგორც ასოცირებული პარტნიორის მიერ, რომელიც ტექნიკურ დახმარებას უწევს პროექტს მდგრადი ტურიზმის მართვასა და მარკეტინგში.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია სერფინგისა და სანაპირო ტურიზმის მარკეტინგსა და პოპულარიზაციაზე, რაც გულისხმობს სარეკლამო ვიდეოების დამზადებას, ვებ-გვერდების, ფეისბუქ გვერდისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას. 2020 წლის ოქტომბერში დაიგეგმა ლიბერიაში ტურიზმის ბაზრის შეზღუდვებისა და შესაძლებლობების შეფასება, რათა მიღებული შედეგების საფუძველზე დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები.

პროექტით დაინტერესებულ მხარეებს ესმით, რომ ლიბერიაში ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია წარმატებით განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიბერიის სანაპირო ზონებში ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო მექანიზმები იარსებებს.  UNWTO-მ შეიმუშავა მეთოდოლოგია ტურიზმის მდგრადი მართვის დონისა და მენეჯმენტის შესაფასებლად სანაპირო დესტინაციებზე, რის საფუძველზეც ორგანიზაციას შეუძლია სათანადო რეკომენდაციების გაცემა მართვისა და მენეჯმენტის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, სწორედ ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გასულ წლებში ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები აფრიკის ცხრა სანაპირო დესტინაციაზე და გამოაქვეყნა მოხსენება სახელით „მდგრადი ტურიზმის მმართველობა და მენეჯმენტი აფრიკის სანაპირო ზონებში“, სადაც გამოქვეყნებულია მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები. შემუშავებული მეთოდოლოგია და მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ლიბერიაში მდგრადი ტურიზმის განვითარების შესაფასებლად და წარმართვისათვის. მოხსენებაში ასევე შეტანილი იქნება რჩევები ტურიზმის დაინტერესებული მხარეებისთვის „რობერტსპორტის“ ტურიზმის მდგრადი განვითარების მმართველობისა და მართვის მექანიზმების გასაძლიერებლად.

წარმოდგენილი პროექტის მომზადება ლიბერიაში დაიწყო COVID-19-ის პანდემიად და გლობალურ საფრთხედ გამოცხადებამდე. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, პროექტის საქმიანობა დამატებით ხელმძღვანელობს ტურიზმის დაინტერესებულ მხარეებს ლიბერიაში ტურიზმის სექტორზე COVID-19-ის ზემოქმედების შემცირებისა და ტურიზმის აღდგენის დაჩქარებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.

 

წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: