მოგზაურობა პარიზში

2017 წლის ზაფხულში ნანატრი პარიზიც მოვინახულე. დაუვიწყარი ერთი თვე გავაატარე. უმშვენიერესი ღირსშესანიშნაობები დავათვალიერე. კარგად ვიფირნე. მოვინახულე ნოტრდამის ტაძარი, არაჩვეულებრივი არქიტექტურა, ვემთხვიე იქ დაბრძანებულ მაცხოვრის ეკლის გვირგვინს. ვინახულე ეიფელის კოშკი, დღისისთაც და ღამითაც, ზედმეტ სახელად გოგონას ვეძახდით, ვინაიდან მდედრობითი სქესისაა მისი არტიკლი. შოპინგიც მოვაწყეთ მე და ჩემმა დაიკომ, მოვიარეთ მაღაზიები. პირველი რომელი მუზეუმიც დავათვალიერე ეს გახლდათ ორსეს მუზეუმი, აღფრთოვანებული ვიყავი იქ დაცული ნივთებით. ვისეირნე არაერთხელ ლქსემბურგის ბაღში, არაჩვეულებრივად გამშვენებული ყვავილებით. ასევე სასიამოვნო იყო ტულერის ბაღის მონახულება. ვისეირნე შანზელიზეზე და დავაგვირგვინეთ ტრიუმფალური თაღის ნახვით. დავათვალიერე ლუვრის მუზეუმი, არაჩვეულებრივი შათაბეჭდილება დამრჩა, საუცხოო ნახატები, ქანდაკებები, მოხატული ჭერები და დარბაზები. გახლდით მონმატრზე, საიდანაც პარიზი ხელისგულივით ჩანს, გზად მულენრუჟიც ვინახულეთ. არშემიძლია არ აღვნიშნო პარიზის მეტრო, ორსართულიან მეტროშიც ვიჯექი, საკმაოდ რთული სქემისაა. დავათვალიერე ოპერა, არაჩვეულებრივი არქიტექტურა, დარბაზები, მოხატული ჭერები და საუცხოო ჭაღები. სასიამოვნო ამინდი დაგვემთხვა ვერსალის ბაღისა და სასახლის დათვალიერებისას. ბევრი ღირსშესანიშნაობა, არჩვეულებრივი ბაღი, მოსეირნე ოჯახები. ქალაქში ველოსიპედებით და მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან. სუშიც დავაგემოვნეთ. გავისეირნეთ სენაზე გემით, ძალიან სასიამოვნო იყო ქალაქის დათალიერება. ბოლოს თუ პარიზში მოხვდებით, ზემოთ ჩამოთვლილი ადგილებიდან აუცილებლად ესტუმრეთ აკვარიუმს, ზღვისფსკერზე გეგონება თავი, არაჩვეულებრივ თევზებს ნახავთ, არაჩვეულებრივად გაფორმებულ აკვარიმებს, ოქროსფერ თევზებსაც ვეფერე. მადლობა ჩემ დაიკოს ველაფრისათის.

http://natogelashvili.blogspot.com