ამ მოგზაურობაში საინტერესო რა იყო ? ? ? ყველაფერი !!!
დავიწყეთ ფეხით გადაადგილება შატილიდან მუცოს მიმართულებით. პირველი სადღიგრძელო არდოტში ჩვენს ქართველ მესაზღვრეებთან ერთად დავლიეთ. იმაზე კარგად ადამიანი თავს არსად არ გრძნობ როგორც შენს ქვეყანაში და შენს მიწაზე. სადაც კი ქართველი შეგვხვდა ყველამ პატივი გვცა და ყველა შეეცადა განსაკუთრებული გაეხადა ჩვენი მოგზაურობა. ხევსურები ხომ ყოველთვის მოზომილი და მკაცრი სიტყვა პასუხით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან !!! ესეთი სითბო მხოლოდ საქართველოში იგრძნობა …..
გადავიარეთ აწუნთის უღელტეხილი. უკვე თუშეთის მხარეს გადავედით და არც ამ კუთხემ დაგვტოვა გულგრილი. პირველი ოჯახი, რომელიც გირევში შეგვხვდა (სასაზღვრო პუნქტის პირველ სოფელში) ჩაგოშვილების ოჯახი გახლდათ, რომლებმაც არც კი იფიქრეს და გვაფიქრებინეს კარვევის გარეთ გაშლა და ოთხივე სტუმარს სახლში გაგვიშალეს საწოლი მოსასვენებლად. ამ ოჯახში რა დაგვამახსოვრდა ? ? ? ესეთი სითბო ბევრ ოჯახში არ იგრძნობა. ამ დღის შემდეგ ჩვენ ამ ოჯახის ახლო მეგობრები და ხშირი სტუმრები გავხდით. ტურს ვესწრებოდით 2 გოგო და 2 ბიჭი. ლაშქრობის წესია, რომ უსაფრთხოების მიზნით კარავში გოგო – ბიჭი / გოგო – ბიჭი ესე გავნაწილებულიყავით. იცოდეთ უძილობა გარდაუვალია, თუ კარავში ახლად დაწყებული მოსიარულე მოლაშქრე გოგო გიწევთ. ყველა გაფაჩუნებაზე : ვაიმე რა ხმაა ? ვაიმე ცხოველია ? ვაიმე ეხლა რა მოგვივა ? რამემ რომ შეგვჭამოს ? იქნებ შია და რამე გადავუგდოთ ? უძილობასთან ერთად მხიარულებაც არ აგცდებათ.
ვერ აცდებით კიდე შემდეგ კითხვებს : მალე მივალთ ? ეს აღმართი მალე დასრულდება ? ბევრი დაგვრჩა ? მოკლე გზით ხომ არ წავსულიყავით ? სად შეიძლება ბანაობა ? ღამე მეხი რომ დაგვეცეს ? და კიდევ უამრავი სხვა ……
როგორც ყველა კუთხეს თუშეთშიც უამრავი კარგი ტრადიცია და წესია შემორჩენილი !!! თუშეთის ტერიტორიაზე ღორის ხორცის ატანა და მითუმეტეს იქ ჭამა არ შეიძლება. ასევე სალოცავთან და უამრავ მათ დაწესებულ ადგილას ქალბატონების შესვლა და მისვლა არ შეიძლება ….. ამით ქალების უფლებები საერთოდ არ ირღვევა, პირიქით მათ პატივისცემას ბევრ მსგავს საკითხში გამოხატავენ თუშები. თუშეთში თუ მოხვდებით და იმ პერიოდში დღეობები დაემთხვევა მაინცდამაინც დალევის სურვილს ნუ გამოთქვამთ და თუშებს დალევაში ნუ გაეჯიბრებით.
ადამიანმა სანამ ცოცხალი ხარ ეს სილამაზე შენი თვალებით უნდა ნახო და ვერც ერთი სიტყვა და მონაყოლი ვერ გეტყვის იმაზე მეტ სათქმელს, რაც წინ გელოდება და რასაც უფალი ღმერთი გიმზადებს !!! ესტუმრეთ ამ ულამაზეს ბილიკს აწუნთის უღელტეხილის გავლით და თუ მუხლი გავიშვებთ გადაუყევით თუშეთიდან პანკისის მიმართულებით ნაყაიჩოს უღელტეხილს, სადაც არანაკლები ხედები და ბუნება გვხდებათ !!!
#ილაშქრე #იმოგზაურე #შეიყვარეშენიქვეყანა #ნახეუცხოელზემეტი #იცოდეშენიქვეყნისისტორია #პატივიეციშენსტრადიციებს #იცოდეისრაცარიცის სხვამ #მოეფერეშენიხელებით #გაუფრთხილდიქართულბილიკს(ბილიკებს) #იცოდესხვაზემეტი