მოგზაურობა

დავდივარ, ვმგზავრობ, მივფრინავ, მივიკვლევ, წინ მივიწევ, ვმოგზაურობ.

შეცნობა, შესწავლა, გაგება, აღმოჩენა, ყვლაფერი ეს  ხდება და მოხდება მოგზაურობაში. მე ვარ მგზავრი ამ ცოხვრების, დავყვები ფრენით და მივყავარ მას, რომში, პეკინში,ტოკიოში თბილისში, ეგვიპტეში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ჩრდილოეთსა და სამხრეთში.

მსოფლიო ჩვენი სახლია და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევიცნოთ, რადგან შეუძლებელია ვინმემ საკუთარი სახლი მისთვის უცხოდ დატოვოს.

მშურს ხანდახან ჩიტების, მათ  მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლიათ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრინდნენ, მეორედან- მესამეში და ა.შ. ეს მათი საქმეა, მოგზაურობა, თუმცა ალბათ ვერც აცნობიერებენ ამას. მგონი ბევრს უოცნებია ჩიტი ყოფილიყო. ნეტა ჩიტი თუ ოცნებობს იგივეზე?

ისევ წინ მივიწევ. ვაწყდები ბიგ-ბენს და უამრავ ინგლისელს რომელიც თავიანთ , საყვარელი ბრიტანული აქცენტით საუბრობენ. მშვენიერია ლონდონი, ვცდილობ სიამოვნების წამი უფრო მეტად გავახანგრძლივო.

მოგზაურობა, ეს ხომ მგზავრობაა, თუმცა არაა აუცილებელი ათასობით კილომეტრის გავლა. მე ვიმოგზაურე სტადიონიდან მოედნამდე და ეს მოგზაურობა იყო შესანიშნავი, რადგან მე ამით მივიღე უამრავი გამოცდილება, როგორი? სცადეთ და მიხვდებით.

მივადექი ამერიკას. ოჰ, ეს მშვენიერი სახლია ჩემი ოცნებებისთვის თავის მოსაყრელად. მოსანახულებლად ჩიკაგო ავირჩიე და ვილის თაუერსაც მივადექი. ადამიანის ხელი ეტყობა ყველაფდერს. გადავწყვიტე უფრო ჰაეროვან ატმოსფეროში გადასვლა და მიჩიგანის ტბას მივადექი, აი, ამას ბუნების ხელი ეტყობა