მოგზა-“ურა”

ამბობენ თუ სიტყვა ,,ჯერ”-ს ხმარობ ასაკის წინ ესეიგი შენ მომავლისკენ ილტვი ხოლო თუ ,,უკვე” -ს ესეიგი ,,სიბერის” ნიშნები გაქვს,ამიტომ  :

ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ,თუმცა აქამდე საზღვარი არ გადამიკვეთავს,მხოლოდ საქართველოს ტერიტორიებზე დავდიოდი,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ძმაც და დაც ნამყოფია საზღვარგარეთ…მამაჩემი 5 წელი ცხოვრობდა რიო დე ჟანეიროში და ბავშვობიდან მსურდა გაფრენა თუმცა უშედეგოდ…

მე ძალიან დიდი სიყვარული მეწვია და ვფიქრობ გამიმართლა,რადგან ასეთი სიყვარული ყველას არ აქვს (ეგოისტი ვარ და ასე ვფიქრობ) ჩვენ 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და სულ ვგეგმავდით,რომ მომავალში მთელს სამყაროს მოვივლიდით,ამსტერდამი ჩვენი პირველი გაჩერება უნდა ყოფილიყო და შემდეგ გვევლო წინ და უკან…დამპირდა ნორვეგიაში წაგიყვან პოლარული ნათებების სანახავადო,დავპირდი ვენეციაში,როდესაც ხიდს ქვევით გავივლით კანოეში ჩამსხდრები გაკოცებ და მთელს ვენეციას გავაგონებ თუ როგორ მიყვარხართქო,შეყვარებულობის პერიოდი მაინც მშობლებისგან რაღაც კუთხით აკრძალვის პროცესია და ამიტომ ვერსად ვერ წავედით,მხოლოდ ბაკურიანით შემოვიფარგლეთ და ასე დამთავრდა ჩვენი ვოიაჟი..

ზუსტად 6 თვის შემდეგ,8 აპრილს გადავწყვიტეთ გავპარულიყავით და 20 მეგობარს გავეპარეთ სუფრიდან …8 აპრილის შემდეგ ოფიციალურად ქმარი და ცოლი დავირქვით,უფრო სწორად ქმარდღუ და ცოლდღუ და ბარდღუნეთში სასიყვარულო ბუდე ავაშენეთ.პირველი თურქეთში წავედით,პირველად მაშინ გადავდგი -საზღვარ-გარეთ ფეხი და რაც პირველი  შევძახე იყო ,,ურა” ამის შემდეგ ჩემმა ქმარდღუმ ,,მოგზა-ურა” შემარქვა,თურქეთში კერძოდ კი რიზეში მხოლოდ 3 დღე ვიყავით საყიდლებზე და მალევე დავუბრუნდით საქართველოს…შემდეგ ხელი მოვაწერეთ პატარა სახლი ვიქირავეთ და მეგობრებმა იქ აღვნიშნეთ და მაშინ გამომიცხადა,რომ საბერძნეთში მივდიოდით მისი მშობლების გასაცნობად…

ესეც შენი ახალი ,,სამოგზა-ურ(ა)ო” თავგადასავლი… საბერძნეთში თითქმის 3 თვე ვიყავით და ყოველდღიურად ახალ ახალი სამოგზა”ურო” თავგადასავალები გვქონდა თავისი დაკარგვებით,ფეხით 12 კილომეტრის სიარულით და ბევრი მხიარული მოგონებით.

ახალი გემო,ახალი ისტორია,ახალი მეგობრები,ახალი ოჯახი – მოკლედ ყველაფერი კარგი საბერძნეთში მოხდა და ყოველთვის ცრემლები მომდის გახსენებაზე,რომ მე საბერძნეთში ვცხოვრობდი.. ალბათ იმაზე მეტად მოგზაური ვარ ვიდრე წარმომედგინა და მუდამ მივიწევ სანახაობებისკენ.ისე მოხდა,რომ აგვისტოს შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ წასვლა ვერსად თუმცა საინტერესო საქმის გამო…მე და ჩემმა ქმარდღუმ ბიზნესი დავიწყეთ და თავით ვართ გადავრდნილები საქმეში რომელიც ძალიან მიყვარს…

მოგზაურობა ყველაზე საინტერესო რამაა რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. გვაქვს ჩვენი ოცნებების დღიური სადაც ძალიან ბევრი სამოგზაურო გეგმები გვიწერია.

ყველაზე საინტერესოა მოგზაურობა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად,როდესაც გიხარია ყველაფერი,როდესაც გინდა ყველაფერი ნახო და არ დაიძინო იმის შიშით,რომ რამის ნახვას და გაკეთებას ვერ მოასწრებ.

ყველაზე კარგია მოგზაურობა ორისთვის <3