“მოდინახე“-ს ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • “მოდინახე“-ს ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდისა (ფონდი „ქართუ“) და საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა „მოდი ნახეს“ ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულმაშტაბიანი რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სააგენტოს საპროექტო სამსახურის არქიტექტორებმა მოამზადეს, ფიზიკური სამუშაოები შპს ‘’კირთხურომ’’ შეასრულა. სარეაბილიტაციო პროცესი კი ფონდის მიერ დაფინანსდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად კომპლექსის პირველი და მეორე კოშკი მცენარეული საფარისგან გაიწმინდა. ორივე კოშკზე შემავსებლისგან გამოფიტული საპირე წყობები ავთენტური ქვის მასალით აღდგა. კირდუღაბით მოეწყო საპირეებს შორის ბუტის წყობა. ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი. სარესტავრაციო პროექტის მეორე ეტაპზე ანალოგიური ტიპის სამუშაოები არქიტექტურული კომპლექსის სხვა დაზიანებულ სეგმენტებზეც წარიმართება. „მოდი ნახე“ ციხის რეაბილიტაცია 2019 წლის გაზაფხულიდან განახლდება. გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრის სრული აღდგენა 2020 წლისთვის იგეგმება.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა