„მოდი ნახეს” ციხის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია

  • Home
  • კულტურა
  • „მოდი ნახეს” ციხის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ფონდი „ქართუს“ და საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა „მოდი ნახეს“ციხის არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულმაშტაბიანი რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით სააგენტოს საპროექტო სამსახურის არქიტექტორებმა მოამზადეს, ფიზიკური სამუშაოები შპს „კირთხურომ’’ შეასრულა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად:

  • აღდგა ორივე კოშკზე შემავსებლისგან გამოფიტული საპირე წყობები ავთენტური ქვის მასალით.
  • კირდუღაბით მოეწყო საპირეებს შორის ბუტის წყობა.
  • ნაწილობრივ აღდგა კოშკებს შორის ციხის კედელი.

„მოდი ნახე“ ციხის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მისი აღდგენა 2019 წელს დასრულდა.

„მოდი ნახეს“ ციხე წარმოადგენს გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია XVIII ს-ნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. ციხე იყო ფალავანდიშვილებისა და შემდეგ საჩხერელი წერეთლების რეზიდენცია.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: