მეტეხის ტაძრის ქვის კონსერვაციის მეორე ეტაპი დასრულდა

  • Home
  • მთავარი
  • მეტეხის ტაძრის ქვის კონსერვაციის მეორე ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე დასრულდა ქ. თბილისის, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის (დასავლეთი ფასადი) ქვის კონსერვაციის სამუშაოების მეორე ეტაპი.

სამუშაოები მიზნად ისახავდა დასავლეთის ფასადის,დაზიანებული ქვების კონსერვაციას, გაფხვიერებული ქვის კონსოლიდაციას, წინაპერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მოხსნას, ჰაერის ჭავლით ამოწმენდას, ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.
ქვის ზედაპირზე დროთა განმავლობაში გაჩენილი ნაპრალებისა და სიცარიელეების შევსების მიზნით გამოყენებულ იქნა ინექტირების მეთოდი, ჰიდრავლიკური კირისა და პოცოლონას საინექციო ხსნარის მეშვეობით. ქვის ნაკლული ადგილები, შეივსო გრასელოს (კარბონატული კირი) , მინაბოჭკოვანი დამანატის სილიციუმის ქვიშისა და პოცოლნას ნაერთით. შესაბამისი გრანულომეტრია საშუალებას იძლევა მივიღოთ იმ ტიპის ხსნარი, რომელიც სწორედ ინტეგრირდება არსებულ მასალასთან.

მეტეხის ტაძრის დასავლეთ ფასადზე,როგორც ტაძრის მთელ პერიმეტრზე,აღინიშნება წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევები. უმეტეს შემთხვევაში სახეზე გვაქვს ცემენტის „შევსებები,რომლებიც დღეს ამორტიზირებულია და ვეღარ ასრულებენ საკონსერვაციო დანიშნულებას. აქედან გამომდინარე ხორციელდება მათი მექანიკურად მოხსნა ქვის სატეხისა და ჩაქუჩის გამოყენებით, რადგანაც დაუშვებლია ყოველგვარი პნევმატური ან ავტომატური სატეხების გამოყენება,რომლებიც თავის მხრივ მცირე ბიძგებს და რყევებს ქმნიან ქვის მატრიცაზე,რაც უკვე დაზიანებულ ქვას მეტად დააზიანებს.

 

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა