საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორისთეატრის რეაბილიტირებული შენობა საზეიმოდ გახსნეს.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკისდაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია. პროექტის თანახმად, სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია.
“ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90 წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“. ეს დიდი მომავლის მქონე ანსამბლია და განახლებული სივრცე მის მრავალრიცხოვან წევრებს მისცემს საშუალებას იფიქრონ ახალ გეგმებზე, გაფართოვებისა და განვითარების შესაძლებლობებზე. ფოლკლორის ცენტი იქნება საყვარელი ადგილი არამარტო მესტიელებისთვის, არამედ მესტიის სტუმრებისთვისაც,”- განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონიული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
დაბა მესტიაში ფოლკლორის ცენტრი არ არსებობის გამო ადგილობრივ ანსამბლებს და ფოლკლორითდაინტერესებულ მოსახლეობას არ ჰქონდათ სათანადო პირობებში მუშაობისა და განვიტარების საშუალება. ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილსაკონცერტო დარბაზში ჩაატარონ რეპეტიციები, კონცერტები და გამართონ სხვადასხვა ღონისძიებები.