ბევრი ლამაზი და საინტერესო ადგილი არსებობს დედამიწაზე,მაგრამ ერთდროულად თავმოყრილი იყოს სილამაზე,სიწმიდე, იდუმალება და დიდი ისტორია- ეს იშვიათობაა.ამ ყველაფერს შეიგრძნობთ და ნახავთ ადგილზე , რომელსაც ,,მერვე საოცრება ’’უწოდეს, რომელიც ჩემი საოცნებო ადგილი გახდა.ეს არის კაბადოკია. ბლოგერად რამდენად გამოვდგები არ ვიცი ,მაგრამ ჩემმა შთაბეჭდილებებმა და რამდენიმე ადგილზე პრობლემით გულნატკენმა ,გადავწყვიტე ჩემი მოგზაურობა და ემოციები ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა .
მოკლედ, ერთ დღესაც ჩემი ოცნება ახდა. ქუთაისში არსებული,,ექთანთა კავშირის’’ ხელმძღვანელობით მსურველები შევიკრიბეთ და გავემგზავრეთ.
გზა საკმაოდ ვრცელი და დამღლელი აღმოჩნდა. ზღვისპირეთს მთიანი ადგილები ჩაენაცვლა,შემდეგ დიდი ტრამალები და ბოლოს ადგილი,რომელიც სხვა ადგილს არ ჰგავს.კაბადოკიის ხილვისას დაღლილობა მომეხსნა , ორგანიზმი თითქოს ახალი ძალითა და სისხლით შეივსო. გორემეში დავბინავდით ,,MATIASOS HOTEL’’ -ში. აქვე მინდა მოგახსენოთ,რომ ფასები მეტად ხელმისაწვდომია.
ღამის გორემე – მოვწესრიგდით და მალევე დავტოვეთ სასტუმრო.ერთი სული გვქონდა გვეხილა ახალი გარემო. საოცრება იყო ღამის კაბადოკია…გორაკები ჩამოსხმულ ნაყინებს ჰგავდნენ…ქვის სასტუმროები ,მაღაზიები , კაფეები….ამ ადგილის რელიეფმა და მასთან თანამედროვე ნაგებობების ასე იდეალურმა შერწყმამ გამაოცა….მაგრამ საოცრება ჯერ კიდევ წინ იყო.
კაპადოკია (ლამაზი ცხენების ქვეყანა) — აღმოსავლეთ მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ნემეჯეიეკკეოლქის სახელწოდება. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების:ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით. კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის გინესის სიაში.
კაპადოკიის ტერიტორიაზე არსებული ვულკანები ერჯიესი, ჰასანი, გელიუდაგი გეოლოგიური პერიოდის მანძილზე იყვნენ აქტიურნი. მათი აქტიურობა გრძელდებოდა მიოცენიდან ჰოლოცენამდე. ამოფრქვეული ვულკანური ლავა ილექებოდა ნეოჟენის ტბის ფსკერზე, მდინარეების ხეობებში, პლატოზე, რის შედეგადაც წარმოიქმნა 100-150 მეტრი სისქის ვულკანური ტუფი. მომდევნო პერიოდში ვულკანური ტუფის მასისაგან, მდინარეთა და ტბის წყლის ეროზიის შედეგად წარმოიქმნა პლატო, რომელიც ხშირად იცვლიდა ფორმას. მდინარე ყიზილ-ირმაქზე პლატოს დღევანდელი სახე სათავეს იღებს ზემო პლიოცენიდან.
ჩვენთის ქრისტიანებისთვის ამ ადგილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს . აქ არის თავმოყრილი უძველესი ქრისტიანული კერები , უძველესი კელიები , ტაძრები….კაბადოკია წმიდა ნინოს და წმიდა გიორგის სამშობლოა.
წმიდა ნინოს ტაძარი_ მეორე დილით გავემგზავრეთ ღირშესანიშნაობების სანახავად . თან იქ მცხოვრები გავიყოლეთ.მან ისეთი ადგილებიც იცოდა , რომელიც ნაკლებად ცნობილია და ტურისტულ მარშუტში არ შედის. ასეთი ადგილია წმიდა ნინოს ტაძარი,რომელიც ორტაჰისარის მახლობლად მდებარეობს. ნახევრად დანგრეულ ნაგებობას,რომელიც კლდესთან იყო შერწყმული,თავისი სიდიადე მაინც არ დაუკარგავს. უძველესი ფრესკები,ძალიან ლამაზი ეზო(ეტყობოდა რომ მზრუნველობა აკლდა,რადგან ტურისტებისთვის სამწუხაროდ არ იყო გათვლილი) ალუბლის ხითა და ირგვლივ ულამაზესი ხედი. წარმოვიდგინე ის დრო,როცა ამ ადგილებში ჩვენი განმანათლებელი ცხოვრობდა და გული არაამქვეყნიური სიხარულითა და სიყვარულით ამევსო. ამ განცდის გადმოცემა უბრალოდ სიტყვებით ძნელია.
ორტაჰისარის ციხესიმაგრე – ფეხით ავუყევით აღმართს ორტაჰისარის ციხესიმაგრისკენ მიმავალ გზაზე; ვიწრო ლამაზად მორთული ქუჩებით ვიარეთ; გზადაგზა კაფე-ბარები და ღვინის მარნები გვხვდებოდა
სოგანლის არქეოლოგიური ტერიტორია- ეს ვრცელი ტერიტორიაა ,სადაც ძალიან ბევრი უძველესი საუკუნის ეკლესიაა
გორემეს ღია ცისქვეშა მუზეუმი – ესაა IV საუკუნით დათარიღებული დიდი ქალაქი, რომელიც დიდ ქრისტიანულ კერას წარმოადგენდა. აქ შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი საცხოვრებლები, კელიები სამლოცველოები , სატრაპეზოები,უძველესი ფრესკები,რომელთაც მკაცრად იცავენ ტურისტების ფოტოგადაღებებისაგან.აქ მოვუსმინე წმიდა ონოფრეს საოცარ ისტორიას. ადამიანი ,რომელმაც თავი უფალს მიუძღვნა, მამაკაცის შესამოსელში და წვერებში მყოფი , ქალი რომ იყო მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს .მისი ფრესკა დღემდე შემონახულია.
კიდევ ბევრს გაიგებთ აქ თუ პირადად ნახავთ…..
წმიდა გიორგის ეკლესია-ადგილი,, გუზელოს”.. ….სამწუხაროდ , როგორც კულტურულ მემეკვიდრეობას , ზოგიერთი სხვა ადგილებისგან განსხვავებით, არ ექცევა სათანადო ყურადღება და ადგილობრივების მიერ საყოფაცხორებო ადგილად ქცეულა.მისი ასეთი მდგომარეობა და მიზეზი ერთ-ერთი გულისხმიერი ადგილობრივისგან შევიტყვეთ….მიზეზი ამ ადგილის მიმართ ნაკლებ ინტერესში და დაუფინანსებლობაში
მდგომარეობს.აქ ეკლესიიდან გამავალი გვირაბები და ოთახებია,რომელიც ჩახერგილია და გასუფთავებას,ასევე არქეოლოგიურ კვლევას საჭიროებს…კარგი იქნება თუ არ დავტოვებთ უყურადღებოდ, ვისაც როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ .თუ ინტერესი ამ ადგილის მიმართ გაიზრდება იქნებ ფინანსებიც აღმოჩნდეს მის დასაცავად..
,,სამახსოვროდ’’-მოგზაურობისას ერთი ჩვევა მაქვს და ალბათ მსგავსი ბევრ თქვენგანს ექნება…. მოგზაურობის მოსაგონებლად რაიმე ნივთი აიცილებლად მომაქვს.აქ კი ასეთი ნივთები ძალიან ბევრია.აქ კაბადოკიაში მოიპოვებენ ქვას,რომელსაც ონიქსი ქვია და მისგან ძალიან ლამაზ ნაკეთობებს ქმნიან . კაბადოკიაში შეგიძლიათ საჰაერო ბუშტით გადმოხედოთ ულამაზეს ხედებს, დაესწროთ ტურისტებისთვის გამართულ საღამოებს და გაისეირნოთ აქლემებით.
სამწუხაროდ, მხოლოდ სამდღიანი მოგზაურობა იყო დაგეგმილი.ასეთი ვრცელი ტერიტორიის მოსანახულებლად ძალიან მცირე დრო გვქონდა, ამიტომ იქ არსებულ ყველა ადგილს ვერ ვესტუმრეთ….თუმცა რაც ვნახეთ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა..ვფიქრობ კაბადოკია საყვარელი ადგილი გახდება ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანისათვის.არ ვიცი როგორ გამომივიდა ამ ადგილის სიდიადე თქვეთვის დამენახვებინა, მაგრამ მერწმუნეთ ,,მერვე საოცრების’’ ხილვით არ ინანებთ….