მეოცნებე მოგზაური

მოგზაურობაზე ფიქრი მაშინ დავიწყე, როდესაც მივხვდი რა იყო თავისუფლების განცდა, ბუნებასთან და სამყაროსთან კავშირი; სწორედ ჩემსა საყვარელ პროფესიად გადავაქციე ეს ახალგაზრდული ოცნება და ტურიზმის სპეციალობას დავეუფლე. სწორი ოცნება და სწორი გადაწყვეტილება ცხოვრებისეულ  ჰარმონიას არასოდეს მაკარგვინებდა და მიმიყვანა იმ მიმართულებამდე რაც სწორედ მეოცნებე მოგზაურს სჭირდება. ცხოვრებისეულმა ძიებამ და უამრავმა სურვილმა მიმიყვანა ახლის შესწავლის, ახლის გაგების საკუთარ ცხოვრებაზე, რამაც განაპირობა ჩემი გამგზავრება სასწავლებლად საზღვრებს გარეთ.

უცხო ქვეყნად ჩასულს, პირველი განცდა არასოდეს ავიწყდება, ახალი გარემო,  რომელიც თვალწინ ტრიალებს გატყობინებს, რომ მარტო ხარ, ის ქალაქი და შენ, რომელიც არიცი საოცნებო შესაძლოა გახდეს, ან მხოლოდ თავგადასავლები და მოგონებები დაგიტოვოს.  თვითმფრინავიდან ჩამოსულს მხოლოდ ერთი განცდა გეუფლება – “შენ მარტო ხარ”, მაგრამ მოლოდინების სურვილი აქრობს ნელნელა და ჩნდება რეალობა, დგები მიწაზე ჰაერიდან და ხედავ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ სხვადსხვა მიმართულებით ყოველდღიური რუტინით გაჯერებულები და შენ მეოცნებე მოგზაურობაზე გაღიმებული და შეშინებული გამომეტყველებით ეკითხები ინგლისურად ერთერთ გამვლელს, – ქალაქ ლოძში მიმავალი მატარებელი სად ჩერდება? გატეხილი ინგლისურითვე ვიღებ პასუხს სადაც ჯერ ბილეთი უნდა შევიძინო ვარშავა-ლოძის მიმართულებით და დაველოდო     გვერდით ყველაზე საინტერესო მოვლენები იშლება.

ქვეყნად ნანახი არაერთი ადგილი, და არაერთი გარემო გამონებდა ჩემს საყვარელ და ძვირფას ადამიანებს, რომელმაც კიდევ ერთი მიძინებული ოცნება გამიღვიძა, მეწერა მათზე, მათთან მიმსგავსებულ ქალაქებზე და გამეკეთებინა განცდების და გამოცდილებების ერთი დიდი ბიბლიოთეკა, ანბანური თანმიმდევრობით. მოგზაურობამ მიჩვენა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალი და რეალურია, ჩვენ ვარსებობთ ამის გარშემო და ვალდებულები ვართ გაუფრთხილდეთ, ვიოცნებოთ, ვიარსებოთ, შევეხოთ და რაც მთავარია ვიცხოვროთ.