გუშინ რაღაც კონკურსის შესახებ გავიგე-“მოგზაური” ჰქვია.თემა უნდა დაწერო და გააგზავნო.ხოდა მეც ვეცდები დავწერო ჩემს,ნიკას და ნადარას 13 დღიან მოგზაურიბაზე.
მთის ჩამუქებულ წვერებს მელანქოლიური ვარდისფერი შეჰპარვია , ცისფერში გადასული. ისეთი ამინდია მზე რომ ჩასვლას იწყებს და იმ დღისით ბოლო მანიშნებელ სხივებს ისვრის – ჯერ აქ ვარო. სადღაც 7 საათია ანუ ცაზე მუქი ლურჯის , თეთრი მნათობი კოპლებით, გადაკვრამდე 2 საათი რჩება წინ კი 18 კილომეტრია სოფელ გირევამდე , რომელსაც ერთ დროს გირევი უწოდეს და შერჩა ეს სახელი.უკან კი აწუნთის უღელტეხილი მოგვიტოვებია , რომელიც შორიდან ისე მედიდურად გამოიყურება თითქოს მასზე ფეხის გადადგმას ვერავინ გაბედავსო , მაგრამ ჩემი თვალით ვნახე 6 ფეხი ედგა ზედ,ეგ რაც მე ვნახე . წინ მივიწევდით, ნელ-ნელა ნაბიჯს ვუჩქარებდით.გვინდოდა დაღამებამდე ჩავსულიყავით გირევში.გზად რამე ნადირის შეხვედრის გვეშინოდა , თან მესაზღვრეებმაც როგორ დაგვამშვიდეს აქ დათვები არიანო. დათვების რა მოგახსენოთ,მაგრამ სადღაც 10 მეტრში მგელი აგვიხტა და გაიქცა , ალბათ მშიერი ნადარა(გიორგი ნადარეიშვილი) დაინახა და შეეშინდა. შეიძლება მგელი არც იყო , მაგრამ მე ასე მირჩევნია . ისტორიას უფრო ამძაფრებს.დანები და ნაჯახი მოვიმარჯვეთ და გზა განვაგრძეთ.მექანიკურადღა დავდიოდით მთელი დღის უჭმელები.ისე გაბრუებულები ვიყავით მგონი აღარც გვშიოდა.ერთი მიზანი გვქონდა და ეს იყო – გირევი… და უცებ ბილიკის ერთი პატარა ნაწილიდან გამოჩნდა უზარმაზარი მინდორი სახელად ქვეხიდი,რომელსაც ასევე ერთ დროს უწოდეს და შერჩა ეს სახელი, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ იმ დროს რას დაარქმევდიო , ვეტყოდი-სამოთხე.უზარმაზარი მინდორი კარვებით სავსე.იქვე ცხვრები, ძროხები,ცხენები და ხალხი ირეოდა.ცხვრებთან რამდენიმე მეცხვარე ძაღლი , რომლებმაც ყეფა დაგვიწყეს და შემდეგ ჩვენი შეძახილი – მწყემსოოოოოო ! მწყემსოოოოოოოოო!
ჩვენ გადავრჩით!
ყველაფერი კი სულ სხვაგვარად დაიწყო . ალბათ იქიდან დედამიწის მტვერი სამყაროში რომ მოგზაურობდა და მზესთან(რომელიც ერთ-ერთი ვარსკვლავია) გაჩერდა და რიგში ჩადგა მესამე და რადგან მან ჩვენ , ადამიანები, გვშობა და თან მიწის არსება იყო დაირქვა დედამიწა.ნუ ყველაფერი(უფრო ახლო წარსულით რომ ვთქვათ) იქიდან დაიწყო 4-5 წლის წინ პირველად რომ წავედი ლაშქრობაზე სხვადასხვა ზომის ქვაბით,ტაფით და უამრავი არასაჭირო ნივთით დატვირთული. თან მაშინაც მგლის რომ მეშინოდა.უფრო ახლო წარსულით რომ ვთქვათ ყველაფერი მაშინ დაიწყო მე , ნიკამ და ნადარამ ხევიდან ხევსურეთში , შემდეგ თუშეთში და შავი კლდეების ტბაზე ჩასვლა რომ გადავწყვიტეთ.
2017 წლის 22 ივლის დავდექით სტოპზე . წინა ღამეს კი ლაშქრობისთვის საჭირო საჭმლის საყიდლად ვიყავით გასულები , სულ რაღაც 30-30ლარით.
პირველი ღამე ჭაუხების ძირში გავატარეთ.ჯუთამდე დელიკამ აგვიყვანა , ახალგაზრდა ბიჭი იჯდა საჭესთან და ფული არ გვთხოვა , მაგრამ მახსოვს პირველად რომ ჯუთადან ჩამოვდიოდი ცარიელმა დელიკამ გაგვიჩერა და ჩაყვანაში ფული გვთხოვა , თან იმ 13 კილომეტრიან გზაზე ჩაყვანაში ისედაც რომ ცარიელს უნდა გაევლო , მაგრამ რას იზამ. ბევრი რამ შეიცვალა მზგავს საკურორტო ზონებზე.ნუ მოკლედ პირველი ღამე ჭაუხების ძირში გავატარეთ , მეორე კი სოფელ როშკაში.
კაშკაშა მზე ერთი სახლის პატარა ბაღს ანათებდა ,სადაც პატარა ქერათმიანი ხუჭუჭა ბიჭუნა დარბოდა,იღიმებოდა და თამაშობდა.არაფერი არ ადარდება და უცებ პატარა კენჭს ფეხი წამოკრა, დაეცა და ალბათ ცოტა იტირა კიდეც.
დიდი დრო გავიდა კენჭზე ფეხის წამოკვრიდან…
არ მეგონა ასე ძალიან რამის თუ შემეშინდებოდა – სიმაღლის. დაბლა ვიყურებოდი და გადავარდნის მეშინოდა, ვფიქრობდი რომ არ ღირდა.არადა კლდეზე არც კი საცალფეხო ბილიკზე გავდიოდი გასწორებულძირიანი ბოტასებით.ნელ-ნელა შიში მემატებოდა .ვიფიქრე ჩანთას გადავაგდებ მეთქი,მაგრამ ეიფორიაში მყოფი გონების ერთ-ერთმა წერტილმა წაიჩურჩულა-არ გინდა.გზასაც ვეღარ ვაგრძელებდი, ჩანთის წონამ არ გადამძლიოს მეთქი და ერთ გამოწეულ ადგილას შევჩერდი , ჩანთა დავტოვე და ნელ-ნელა ბობღვით ჩავედი, როცა ფეხი მყარად დავადგი მიწას შიში სირცხვილის გრძნობამ შეცვალა, იმ გრძნობამ რომელიც მჩურჩულებდა ჩანთა იქ როგორ დატოვეო და უკან ავედი სხვა ბილიკით.გზად დეიდაშვილი(ნიკა ხაბელაშვილი) შემხვდა. ვიფიქრე მაგრად მაგინებს მეთქი რომ არ დავუჯერე და იმ გზით ავედი , რომელიც მაჩვენა და მითხრა-აქ არ ახვიდეო.ჩამიარა,ჯობდა ეგინებინა.ფეხზე გავიხადე და ჩანთასთან ჩავბობღდი. 1,2,3 და ფეხზე წამოვდექი. ნიკაც დამეხმარა გზის ერთი მონაკვეთის გადალახვაში.ნელ-ნელა , სრიალ-სრიალით მივედით ჯერ თეთრ,შემდეგ კი ლურჯ და მწვანე ტბებზე.როშკაში ბევრი კარავი დაგვხვდა გაშლილი . ქართველებს უცხოელები ჰყავდათ წამოყვანილი . საღამოს საჭმელად შეგვიპატიჟეს და სხვა საჭმელებთან ერთად ბედნიერებაც ანუ პურზე წასმული ნუთელა გვაჭამეს.
შემდეგ დღეს შატილში “ავსტოპე” და შუადღის 3 საათისკენ უკვე ციხე-კოშკებში დავხტუნაობდი.მიხაროდა,თან გულიც მწყდებოდა ასე უყურადღებოდ რომ იყვნენ მიგდებულნი ეს მრავალჟამნახული,დაშლის პირას მისული კოშკები.დღეობა იყო.იქაურობა მთვრალი ქართველებით ან უცხოელებით იყო სავსე.ბევრს გამოველაპარაკე ჩემი მოტეხილი ინგლისურით,მოტეხილი კიდევ კარგი ნათქვამია.შატილელი ბუნჩულა ძაღლიც გავიცანი და ბიჭები,რომლებმაც მწვადი და მოსაწევი შმომთავაზეს,მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ მე არ ვეწევი ^_^ 9-10 საათისკენ ნიკა და ნადარამაც მოაღწიეს შატილს.გამიხარდა.
მეორე დილით იქვე ჩამავალ მდინარეში ვიბანავეთ,უფრო ვიკანკალეთ.ისეთი ცივი წყალი იყო,რომ ამოვდიოდით 30 გრადუსიან სიცხეში მაინც გვციოდა.
შემდეგ ავიბარგეთ და მუცოსკენ წავედით.გზად “ტრუხა” პლანის პლანტაცია გავიარეთ,სადაც ხანდახან ქვაბით და სგუშონით მდგარ პიროვნებებს რომ შენიშნავდით.გაგვიწვიმდა.
ნადარა და ნიკა სულ დასველდნენ,მე კი პონჩომ მიხსნა და მუცოს ციხეს შევაფარეთ თავი.ალბათ ყველაზე ბევრი მანდ ვიკამათეთ,უნდა გაგვეგრძელებინა თუ არა გზა.საჭმლის მარაგი გვეწურებოდა და არც ის ვიცოდი აწუნთა როგორი იყო,როგორ მიგვიღებდა და გადაგვატარებდა.
აი,მეორე დღეც გათენდა და აწუნთისკენ მიმავალ გზას დავადექით.ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე ვიყავით და მესაზღვრეებმა გვითხრეს,ეს ერთი აღმართიც დაგრჩათო,რომელიც მართლაც ერთი იყო ზღვის დონიდან 3431 მეტრამდე. და 5-6 საათიანი გაუჩერებელი სიარულის შემდეგ ეგ ერთი ბეწო აღმართიც ავიარეთ და იმ დიდი უღელტეხილის თავზე 6 ფეხი იდგა,არადა რას ვიფიქრებდი ვინმეს თუ გაიკარებდა.სახალხოდ იმას აღარ ვიტყვი უღელტეხილზე გადასვლისას ნადარას გზა რომ აერია და მისი მოკლე ბილიკი 3 კილომტრით გრძელი რომ აღმოჩნდა და იფორთხიალა.მოკლედ უჭმელები დავეშვით თუშეთისკენ,სადაც აწ უკვე ნახსენებ ქვეხიდს მივადექით,იქაც გაგვიმასპინძლდნენ ცხვრის ხორცით(მეცხვარეები).იცოდეთ რომ თუშები ღორის ხორცს არ ჭამენ და ყველას აქვს ისტორია “ღორის ხორცი ვჭამე და ესა და ეს გადამხდა”.ნუ როგორც არ უნდა იყოს ვიღაცამ შემამჩნია რომ არაფერს არ ვჭამდი და თავის კარავში პოვიდლოზე შემიპატიჟა.მაგ დრომდე მეგონა,რომ სოკოს არ ვჭამდი,მაგრამ ძალიან გემრიელად ვყლაპე მთელ-მთელი სოკოები,ალბათ შიმშილმა იცის.შემდეგ კარავში ვიღაც შემოვიდა და მოსაწევი შემომთავაზა,რატომღაც სულ ისე ხდება რომ ყველაზე არამწეველს მთავაზობენ მოწევას.”კიშკა” გაეხსნათ და “კიშკასთან” ერთად ბედნიერებაც,ანუ ნუთელა,შევუჭამე თან მოწეულები ვერც გაიგებდნენ რამდენი.
დილაც გათენდა.რაღაცები გვაჩუქეს და გირევისკენ დავეშვით.იქ ერთი კაცი გაგვიმასპინძლდა,შემდეგ დართლოში გადაგვიყვანეს დელიკით.იქ ბავშვები გავიცანით,ჩვენნაირი მარშუტი გაუვლიათ.ჯერ 6 კაციანი ჯგუფი გამოსულა 20 ივლისს,შემდეგ 2 გოგო 21 ივლისს,ჩვენ 22-ში და ყველანი ერთმანეთს დართლოში შევხვდით.იქაც ვიბანავეთ(ვინ თქვა ლაშქრობაში არ ბანაობენო).ღამე კოცონს ერთად შემოვუსხედით და ბევრი ვილაპარაკეთ.მომდევნო დღეს დართლოს თავზე მდებარე 2 სოფელი მოვინახულეთ.ორივეში არის ისეთი ადგილი,სადაც ქალის შესვლა არ შეიძლება.ბევრი ტრადიცია გვქონდა ძველად.ტრადიციები ალბათ რაღაცის შესანარჩუნებლადაა შექმნილი(რას ვგულისხმობ?!).
შუადღეს ომალოსკენ გავსტოპეთ.კარავი ადრე ავკეცე და კახელების დელიკას გავყევი,რომლებსაც ერთი ადგილი ჰქონდათ და საღამომდე მარტო დავსეირნობდი ომალოში,მშიერი.არვიცი რატომ,მაგრამ ომალოში წყალი უჭირთ.მოსაღამოვებულს დანარჩენები ჩამოვიდნენ,კარვები გავშალეთ.
დილით ადრე ავდექით,გავემზადე და ნიკასთან , მთლიან ლაშქრობაში პირველად ვიკამათე.სტოპზე მარტო დავდექი,რამდენიმე წუთში მანქანამ გამიჩერა,გავიფიქრე,კახეთში ხომ არ მიდის-მეთქი და გაჩერებული მანქანიდან გაღიმებული ნიკა გადმოვიდა და უკვე ორნი აღმოვჩნდით სტოპზე.
მალე უცხოლმა გაგვიჩერა და თელავამდე წაგვიყვანა,უფრო სხვანაირს ველოდი თუშეთის გზას,უფრო რთულს და მშვენიერს,თუმცა შეიძლება დაღლილიც ვიყავი.თელავშიც ჩავედით და ნელ-ნელა ლაგოდეხსაც მივადექით,სადაც ნაცნობის სახლში დავრჩით.სახლის ძებნაში ჩანთამოკიდებულებს ტაქსები გვიჩერებდნენ და გვეკითხებოდნენ – “კუდა? სიგნაგი?” და ქართული ხმის გაგონებაზე ისეთ სახეებს იღებდნენ თითქოს დიდ საქნეს მოვწყვიტეთ,ჩვენ გამო მოვიდნენ და აღარც კი გავყევით,ოხ ტუტუცები! სახლში რამდენიმე დღე გავჩერდით მეგობრებთან ერთად და შავი კლდეების ტბაზე ასასვლელად ნაკრძალის საინფორმაციო ცენტრს მივადექით-“სვანეთიდნ რომ ხალხი ჩამოდის და ტბაზე ადიან ამბობენ ეს რა ძნელი მარშუტიაო”.
დილით მხოლოდ მე და ნიკა დავადექით გზას ტბისაკენ.იქ ერთ-ერთ არამოლაშქრე ჯგუფთან ერთად გავიდა ნიკას შეყვარებული და დაწევა გვინდოდა.ნელ-ნელა შევუყევით აღმართს გამწვანებულ ტყეში…უკვე 5 მარტის რვა საათი სრულდება და გაგზავნის დრო იწურება , თუმცა ვის ატყუებ უკვე ერთი საათით დავაგვიანე…^_^