მარიამ ქვრივიშვილმა ISET-ში პრეზენტაცია მოაწყო

  • Home
  • მთავარი
  • მარიამ ქვრივიშვილმა ISET-ში პრეზენტაცია მოაწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრას ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ასოციაციების, სამეცნიერო წრეების და USAID-ის პროექტის ZRDA და G4G პროექტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას სამომავლო გეგმები და 2025 წლის სტრატეგია გააცნო.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ხაზი გავუსვათ იმ სტრატეგიას, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გააჩნია 2025 წლამდე.
დღეს ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სტრატეგიული სამიზნე და ახალ ტურისტული ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, ჩინეთი და ა.შ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავაცანით მარკეტინგული და ინფრასტრუქტურული პროექტები.“-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია