ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) კუთხით წამყვან კომპანიებს წარმოადგენენ.
შეხვედრას 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, საქართველოში არსებული უმსხვილესი სასტუმროების და ტურისტული სააგენტოების მენეჯერები და თანამშრომლები.
შეხვედრაზე საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის განსახორციელებელი აქტივობები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, საუბარი შეეხო სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის განავითარების მიზნით.
„საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ შევხვდით საკანონვეციო ბიუროს წევრებს. ვისაუბრეთ 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩვენთვის მნიშნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა საკონვენციო ბიუროს გაძლიერების კუთხით. შეხვედრაზე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მათი როლი საქმიანი ტურიზმის განვითარების პროცესში.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.