მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

  • Home
  • მთავარი
  • მარიამ ქვრივიშვილი ევროპელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

ავიაკომპანია „Air France“-ის რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან მედიასაშუალებების და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის გავლენიანი ტურისტული კომპანიების ექვს და სამოგზაურო ჟურნალ-გაზეთების ოთხ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ტურის მონაწილეებისათვის საქართველოს შესახებ გამართულ პრეზენტაციას ავიაკომპანია „Air France“-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია