მარიამ ქვრივიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფს შეხვდა

  • Home
  • სიახლეები
  • მარიამ ქვრივიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი
ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ტურიზმის სფეროში საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

კარლჰაინც კოპფის განცხადებით, საქართველო ავსტრიელი ტურისტებისათვის, ასევე ბიზნესმენებისთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიას, მთის კურორტების განვითარებას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქმიანი ტურიზმის მნიშვნელობის შესახებ.

სექტემბერში საქართველოში ავსტრიიდან 150 კაციანი კონფერენცია იგეგმება საქმიანი ტურიზმის ფარგლებში.
სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ავსტრიიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, 2019 წლის 2 თვეში კი 32%-ით.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია