ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.
სიჩუანის დედაქალაქ ჩენგდუს მოწინავე 5 ტურისტული კომპანია საქმიანი და გასართობი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს. სიჩუანის პროვინციის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს.
მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გეგმები და ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის პერსპექტივები განიხილეს.
სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთიდან საქართველოში 2017 წელთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 75.2%-ით გაიზარდა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში 60.2%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.