“მაკოს საოჯახო სასტუმრო” იმერეთიდან

     1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, რატომ დაინტერესდით ტურიზმით?

მე ვარ ქარსელაძე მაია. დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, ქუთაისის ისტორიულ უბანში – უქიმერიონის გორაზე. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, შემდეგ მაგისტრატურაში მეორე უცხო ენად ვისწავლე იტალიური, რამაც გადამაწყვეტინა ემიგრაციაში ცხოვრება. რადგან იტალიურის მცოდნე ვიყავი ემიგრაციაში ყოფნის დროს, მოვხვდი ცნობილ ოჯახში ბავშვების აღმზრდელად და თითქმის 8 წელი ზამთარ–ზაფხულ მათთან ერთად ვატარებდი არდადეგებს იტალიის კუნძულებსა თუ ზამთრის კურორტებზე. თითქმის არ მეგულება დედამიწაზე მათთნაირი სტუმართმოყვარე ადამიანები.

     2. სად მდებარეობს თქვენი განთავსების ობიექტი და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?       

როდესაც დავბრუნდი საქართველოში უკვე პრაქტიკაში ტურიზმი ჩემთვის ყველაზე ახლოს იყო. დიდი და ახალი სახლი მაქვს 2015 წელს აშენებული, მდებარეობს ბაგრატთან (იუნესკოს ძეგლთან) 150 მეტრში, ულამაზესი ხედებით. 2018 დასაწყისში გავხსენი საოჯახო სასტუმრო, ვსაუბრობ ფრანგულად, იტალიურად, რუსულად, ცოტა ინგლისურად. გახსნის დღიდან არ გავჩერებულვარ, წელიწადში 28 ქვეყნიდან მესტუმრნენ სტუმრები ენების ცოდნიდან გამომდინარე. საუკეთესო შეფასებები მიბიძგებდა კიდევ უფრო წინ წავსულიყავი.

     3. რა მომსახურებებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ლეჩხუმში მაქვს 100 წლის ვენახი, სახლში ვაკეთებთ ნატურალურ ღვინოს, ყველა მოსულ სტუმარს ვეპატიჟებოდი დეგუსტაციაზე. ვთავაზობ მხოლოდ საუზმეს, რომელიც არის ნატურალური, ჩემი სოფლის სახლში მოყვანილი პროდუქტებისგან დამზადებული.

     4. რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

პანდემიის პერიოდში მე დავხურე. პატარა მყავს ოჯახში და მაგიტომ. დიდი მადლობა “ტურიზმის ორგანიზაციას”, სადაც კიდე უფრო გავიღრმავე ცოდნა და გამოცდილება, საუკეთესოები ხართ.

     5. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

ისევ ტურუზმის სფეროთი უნდა გავაგრძელო, რათქმაუნდა რეგულაციების დაცვით.

     6. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩემი უპირატესობა სტუმართმოყვარეობაა, ჩემი ქვეყნის პოლპულარიზაცია.

7. მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

სამომავლოდ ეზოში მაქვს ადგილი და აუცილებლად გავფართოვდები. ჩემი ცხოვრების სტილად გადამექცა სტუმართმოყვარეობა. ჩვენთან მოსულ ადამიანებს ვთავაზობთ ტურებს, ხაჭაპურის მასტერკლასს.

     8. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?

ვინც ეხლა იწყებთ ამ საქნიამობას უკან არ გაიხედოთ, აუცილებლად გამოგივათ, მთავარია გულით გააკეთოთ ყველაფერი.

Tags: