პროლოგი: ეს ამბავი ნიცაში სანახავ ადგილებზე არ არის, არამედ იმაზეა თუ რა არ უნდა დაგემართოთ არასდროს. ნიცაში გატარებული 10 დღიანი თავგადასავლებიდან, პირველ და ბოლო დღეზე მოგიყვებით. მოკლედ ცხოვრებაში რო გამოგადგებათ აი ისეთია.
მე და ჩემმა დაქალმა გადავწყვიტეთ ზაფხული ნიცაში გაგვეტარებინა რა თქმა უნდა თავის კანიან მონაკოიანად.
დღე პირველი: ჩავედით ნიცაში, რომელიც რაღაცით ბათუმს ჰგავს. იქაც გრძელი ბულვარია ზღვის პირას, სადაც ხალხი სეირნობს. სანაპირო ქვიანია. მოკლედ მსგავსებას აუცილებლად შეამჩნევთ.
აეროპორტიდან ავტობუსით სასტუმროში წავედით, რომელიც შუაგულ ცენტრში იყო. მივედით, გამოვიცვალეთ და გავემართეთ ზღვის სანაპიროსკენ. გზაში ვიღაც ბიჭებმა უკნიდან მოგვაძახეს Hey Babies, Beautiful და მოკლედ ჩვენ არ ვიმჩნევთ. ამაყად მივაბიჯებთ, ძლივს ვიპოვეთ სანაპიროზე დასაწოლი ადგილი. ის ის იყო გავშალეთ პირსახოცები და დავსხედით, ზუსტად ჩვენს უკან აღმოჩნდა ის 2 ბიჭი რაღაცეებს რო გვეძახდა. ოღონდ კულმინაცია ის იყო, რომ ამ ჯერად ქართულად ლაპარაკობდნენ. მოკლედ მე და ანუკი შევთანხმდით არ შეგვემჩნია, რო ქართველები ვიყავით და ყველაფერი გვესმოდა. ესე იგი თავიდან ფეხებამდე ხო გაგვჭორეს. აქ არ დავკონკრეტდები რეები ილაპრაკეს =)))) მერე ხან ფრანგები ვეგონეთ, ხან რუსები. ქართველები რო ვიყავით განხილვაშიც არ ყოფილა. მერე მოვიდა ერთი. მეკითხება Russia ? მე: NO, France ? მე: NO. რაღაცეებს მელაპარაკება მე ყველაფერზე I don’t understand ვეუბნები. ბიჭო ნეტა საიდან არიან არაფერი რო არ ესმითო. თავი მელ გიბსონი მეგონა (რა სურთ ქალებს ფილმიდან) =) ისე წამოვედით, დღემდე ფრანგები ან რუსები ვგონივართ იმათ =)))). პირველმა დღემ, სხვა მხრივ კარგად ჩაიარა იმას, თუ არ ჩავთვლით, რო 100 ევრო ამომაცალეს ჩანთიდან. დღემდე არ ვიცი სად, როგორ, რანაირად.
აქვე გაგაფრთხილებთ ვინც ნიცაში წასვლას აპირებთ, ძალიან ბევრი ჯიბის ქურდია. გაუფრთხილდით თქვენს პირად ნივთებს. ისე ამოგაცლიან ვერც კი გაიგებთ.
9 დღე ნიცაში, კანში და მონაკოში ძალიან კარგად გავატარეთ. მონაკოში კიდევ დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ისე მომეწონა. რაღაცნაირად ზღაპრული გარემოა. პატარა, ლამაზი, მდიდარი და რომანტიკული ქალაქია. თუ გაგიმართლათ და პორტში ფეიერვერკების შოუს დაესწარით, ჩათვალეთ, რომ არასდროს დაგავიწყდებათ იქ მიღებული შთაბეჭდილებები. ჩემი რჩევა: მონაკოში თუ წახვალთ იმდენი ფული უნდა წაიღოთ, რომ მანქანა იქირაოთ და იმით ისეირნოთ. მეორედ, რომ წავალ ამას აუცილებლად გავაკეთებ. იქ იაგუარი და ბენტლი ისე დადის, როგორც ჩვენთან ოპელი :D.
წამოსვლის დღე
წამოსვლის წინა ღამეს, სასტუმროში ძალიან გვიან მივედით. მოგვშივდა და სუპერმარკეტის და ღია კაფეების ძებნში კი მოვიდა ღამის 2 საათი. ღია არაფერი აღარ იყო და დავრჩით მშივრები. სასტუმროში, რომ დავბრუნდით რისეფშენის ბიჭს შევჩივლეთ ჩვენი ამბავი. მოიცადეთო, ავიდა კრუასანები გამოგვიცხო და ჩამოგვიტანა. თან გაგვაფრთხილა, არავის უთხრათ თორე მისაყვედურებენო. ძაან კარგი ბიჭი იყო. საქართველოზე ბევრი რაღაც იცოდა. გაგვიბა ლაპარაკი. ამასობაში ღამის 4 საათიც მოვიდა. ავედით ოთახში დავიწყეთ ბარგის ჩალაგება და დავიძინეთ.
დილით რა თქმა უნდა გვიან გაგვეღვიძა. ავდექით თუ არა გავვარდით ,,მაკარუნების“ საყიდლად. ჩემმა დაქალმა მთხოვა ჩამომიატანეო და პირობა უნდა შემესრულებინა. ერთ ადგილას იაფი ღირდა ეს მაკარუნები, ცოტა შორს იყო, მაგრამ მაინც წავედით. ისედაც ძაან ცოტა ფული გვქონდა და ყველა თეთრს მნიშვნელობა ჰქონდა. ვიყიდეთ ეს ნამცხვრები და გავვარდით სასტუმროში. მოკლედ სულ გვქონდა 100$ (რომელიც ვერსად ვერ დავახურდავეთ იმიტო, რო კვირა იყო და ყველაფერი დაკეტილი იყო) და 24 ევრო, რომელიც იდეაში ტაქსზე გვქონდა გათვლილი. საერთოდ აღარ გვახსოვდა ე.წ City Tax გადასახადი, რომელსაც სასტუმროში იხდი ჩექ აუთის დროს. ბოლოს დაგვრჩა 10 თუ 12 ევრო. თან უკვე ვხვდებით, რომ ცოტა არ იყოს და გვაგვიანდება აეროპორტში.
ამდენი ბარგი ავიკიდეთ და წავედით ავტობუსის გაჩერებაზე. როგორც იქნა მოვიდა ის საბედისწერო ავტობუსი და ავედით. თან მძღოლს ვეკითხებით, რო ძაან გვეჩქარება და ხო მოვასწრებთთქო. გვკითხა, რომელი გეითი გაქვთო და ბილეთს არ ეწერა. პეგასუსით მივფრინავთთქო და ეგ პირველი გეითიაო და ჩამოგვსვა იქ. ამასობაში ჩასხდომამდე დარჩენილია სულ რაღაც 15 წუთი. შევქანდით აეროპორტში ვუყურებ ეკრანს და არსად წერია ჩვენი რეისი. მერე ვიკითხე და ეგ აქ კი არა მეორე გეითშიაო. ავტობუსით უნდა წახვიდეთო. უვკე ცივმა ოფლმა დამასხა. გავქანდით ეხლა მეორე ავტობუსში ამ ჩემოდნებით და პარკებით.
ამასობაში უკვე ჩასხდომის დრო დამთავრდა, მაგრამ იმედი მაინც მქონდა. ხო ელოდებიან ხოლმე მგზავრებს და მეთქი 5 წუთი დაიცდიანთქო. შევქანდით ამ ჩვენ გეითში. ავიხედე ეკრანზე და დიდი ასოებით წერია CLOSED. კაცი შვილის ჭაჭანება ხო არ არის, ამ ჩვენს საერგისტრაციოსთან. ვინმე პეგასუსიდან, რო ვუთხრა. ერთი დაცვა შემრჩა ხელში. მივვარდი და ვეუბნები გვიშველე რამე, არ წავიდეს თვითმფრინავი დაუძახე ვინმესთქო და პასუხი: მე ვერაფრით დაგეხმარებით. უკვე დასრულებულია ჩასხდომაო და აი მაშინ თავი ფილმში მეგონა. წარმოიდგინეთ კადრი – Boarding დაფას რო უყურებენ, ჩემოდნებს დააგდებენ და ტირიან. აი ჩათვალეთ, რო მე ვიყავი მასე. თან რო გავიაზრე ეს ყველაფერი ჩემი ოჯახის წევრებისთვის როგორ უნდა მეთქვა აი მანდ მივხვდი, რო ძააან ცუდ დღეში ვიყავი. მე მოვთქვამ და ჩემი დაქალი იცინის. ორივეს ისტერიკა გვჭირდა. მერე ის ტიროდა, მე ვიცინოდი.
მოკლედ როგორღაც ვუთხარით მშობლებს, რო თვითმფრინავმა გამოგვასწრო. რა უნდა ექნათ. ხო არ მოგვკლავდნენ. ცოტა რო მოვედით აზრზე, დავიწყე გარკვევა. რომელი იყო უახლოესი რეისი საქართველოში. თან ეს ნიცის აეროპორტი ისეთი პატარაა. ერთ ავია კომპანიას დღეში ერთი რეისი ჰქონდა მარტო საქართველოსკენ.
მივვარდი მერე ამ შეკითხვების პუნქტს. ვეუბნები ესე დაგვემართა და პეგასუსის წარმომადგენელი სად ვნახოთთქო. ნერვიულობისგან ისეთი სწრაფად და კარგად ვლაპარაკობდი ინგლისურად. ესეთი კარგად თუ ვიცოდი არ მეგონა 😀 ამ ქალმა მითხრა ნომერი. ამაზე დარეკეო და ტელეფონი მომცა. ავკრიფე ნომერი. აიღო ვიღაც ქალმა და ვუყვები ესე ესე მოხდა ეხლა რა ვქნათთქო. ველაპარაკე ერთი საათი და პასუხი: გასაგებია მაგრამ მე რით დაგეხმაროთ, პოლიციაში რეკავთო. აი მაშინ კინაღამ გადავვარდი… რო მივხვდი ამდენი ტყუილად ვილაპარაკე.
ესე იგი ყველა ავიაკომპანიის წარმომადგენელი ხო რამის ოჯახებით გავიცანი იმდენჯერ მივედი. ბოლოს გადავწყვიტეთ Lufthansa-თი გამოვფრენილიყავით. თანხაც ჩაგვირიცხეს ჩვენებმა, მივედი ბილეთის საყიდლად და დასრულებულია გაყიდვაო. რა მოგვივიდა თქვენ თვითონ მიხვდით. ბევრი რო აღარ გავაგრძელო საბოლოოდ ის ღამე ნიცის აეროპორტში გავატარეთ. ყველაფერი დაიკეტა, ყველა წავიდა.
მთელ აეროპორტში მე და ანუკი ვისხედით. კიდე კაი ინტერნეტი მაინც მუშაობდა. ისე გვშიოდა. ბოქსებში რაც კი იყო ყველაფერი ჩამოვყარეთ. მოვიარეთ მთელი აეროპორტი დავათვალიერეთ. გადავიღეთ სურათები.
მერე მოვკალათდით ,,ჩემე ცოლის დაქალები“ ჩავრთეთ და ვუყურებდით. თავიდან შევთანხმდით, რიგრიგობით დაგვეძინა. ბარგისთვის რო მიგვექცია ყურადღება. მერე ბარგი ვიღას ახსოვდა, ისე გვეძინა. ხო დამავიწყდა მეთქვა, ჩემოდნები დიდი ამბით შევაფუთინეთ. არადა თბილი ტანსაცმელი იქ გვედო. ისე შეგვცივდა ღამე, ფეხებზე შლიაპა და ზედა დავიფარე, რაც ჩანთაში მქონდა =))
დილით, ყავის სუნმა გაგვაღვიძა და გავქანდით დასალევად და გასათბობად. საბოლოოდ ისევ პეგასუსის რეისს გამოვყევით, ოღონდ 2-ჯერ მეტი გადავიხადეთ ვიდრე იმ ბილეთში რაც წინაზე გვქონდა. რაც მთავარია ,,მაკარუნები” ხო ნაყიდი იყო 🙂
ეპილოგი: დღემდე ვფიქრობ, რომ იმ ავტობუსის მძღოლის ბრალია ჩვენი დაგვიანება. თუმცა ერთი ვიცი. არასდროს, არასდროს აღარ დავაგვიანებ აეროპორტში 🙂