Lonely Planet-მა საქართველო 2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა

  • Home
  • მთავარი
  • Lonely Planet-მა საქართველო 2018 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა

პოპულარულმა სამოგზაურო მედია პლათფორმა Lonely Planet-მა 2018 წელს მსოფლიოში მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეულში საქართველოც დაასახელა.

Lonely Planet წერს, რომ საქართველო მომავალზე ორიენტირებული სამხრეთ კავკასიაში არსებული უძველესი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარი კულტურა და ისტორია გააჩნია. ეს არის ქვეყანა, რომელიც უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულს და ტრადიციებს. ასევე მნიშვნელოან აქცენტს აკეთებენ ქართულ ღვინოზე. “ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს”, – წერს Lonely Planet.

ავსტრალიური კომპანია Lonely Planet, რომელიც დაარსდა 1972 წელს დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი სამოგზაურო მედია პლატფორმაა მსოფლიოში. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას და წიგნებს, ასევე ონლაინ გამოცემებს მას სოციალური მედიაში რამდენიმე ათეულ მილიონზე მეტ მომხმარებელი ჰყავს.

იხილეთ ტოპ-ათეულში მოხვედრილი ქვეყნების სია:

  1. ჩილე

 

2. სამხრეთ კორეა © uschools / E+ / Getty Images

3. პორტუგალია © saiko3p / Shutterstock

4. ჯიბუტი © VUSLimited / iStockphoto / Getty Images

5. ახალი ზელანდია © Marconi Couto de Jesus / Shutterstock

6. მალტა © liseykina / iStockphoto / Getty Images

7. საქართველო © Aaron Geddes Photography / Moment Open / Getty Images

8. მავრიკია © Claire Willans / 500px

9. ჩინეთი © ArtisticPhoto / Shutterstock

10. სამხრეთ აფრიკა © MHGALLERY / iStockphoto / Getty Images

 

წყარო: LonelyPlanet