“ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გვიყვარდეს!”

  • Home
  • ბლოგები
  • “ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გვიყვარდეს!”

თუ საქართველოში დაიბადე და გაიზარდე, მნიშვნელობა არ აქვს სად, მაშინ ზუსტად იცი რას ნიშნავს “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო”, არა ტერიტორიული განფენილობით, არამედ დამოკიდებულებით. მაგრამ მხოლოდ ლიხის ქედი არ ქმნის ამ განსხვავებულობას, ლიხს იქეთაც და ლიხს აქეთაც კიდევ ბევრი მთაა და ბევრი განსხვავება.
სანამ საკუთარი თვალით ვნახავდი ამ განსხვავებულობას, ვფიქრიბდი რომ ყველა სტერეოტიპი სიცრუე იყო, და ადამაინების ასე დაყოფა კუთხობრივად არა “სამრთლიანი”, მაგრამ მოგზაურობა ხომ აღმოჩენას ნიშნავს, უკვე არსებულის ან ახლის. საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა კი მისი გარემოსა და ხალხის შესწავლის ისეთ საშუალებას გაძლევს, როგორც მასზე 1000 წიგნის წაკითხვა, რადგან “ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობიაო”.
მივდიოდი და თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, მოაცებდა ესოდენი განსხვავება და დროდადრო ეჭვიც მეპარებოად სხვა ქვეყნაში ხომ არ გადავედითქო. იქნებ ნაუცბათევი დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ ერთი შეხედვით სტერეოტიპები მართალი აღმოჩნდა, ნაწილობრივ მაინც: იმერლები მხიარულები, სვნები ცოტა კუშტები, აჭარლები ლაღები, რაჭველები დინჯები, კახელები იუმორით აღსავსეები, მეგრელები ტკბილმოსაუბრეები, ქართლელები ალალები, მოხევეები სიტყვაძუნწები და ა.შ ყველა ერთამენთისგან გასნხავებულია, განსხვავდებიან სახის ნაკვთებით, აღნაგობით, კანის ფერით, საუბრის მანერით, მოქმედების სისწრაფით, გემოვნებით და ა.შ. განსხვავდებიან და აღნიშნავენ კიდეც ამას, რადგან ყველას ეამაყება მისი კუთხე, მისი სამზარეულო, მისი ადათები, მაგრამ ყველა ერთად საქართველოა და ამას მაშინვე იგრძნობ როცა საქმე ქართველობაზე მიდგება. მაგალითად თუ გაგიჭირდათ, ან ბინა ვერ იპოვეთ, ან მანქანამ გიმტყუნათ, ან საჭმელი გამოგელიათ – ყველგან მზად არიან დახმარებისთვის. თუ სტუმრად მიხვალ და მასპინზელოს დაიძახებ – თითქმის არავინ აგარიდებს თავს და საკუთარ ერთ ლუკმასაც კი გაგიყოფენ, სასმისს ხელს მოკიდებენ, ყველგან ასე ან მსგავსი შინაარსით ილოცებიან – “ჩვენს კუთხე-ჯუნჭულებს გაუმარჯოს ცალ-ცალკე და ერთად საქართველოს”, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ყურძნის ჯიშის ღვინოს სვამენ, რისგან გამოხდილ არაყს სვამენ, იქნებ წყაროს წყლით ამბობენ ამას, მაგრამ ისეთ გულს და სულს აქსოვენ ხვდები, რომ ეს საქართველოა.


საუკინეების განმავლობაში ამ განსხვავებულობას ბევრი პრობელმაც მოუტანია, მაგრამ ახლა როცა საზღვრები ჩვენს ქვეყანაში კი არა მსოფლიო მასშტაბით იშლება, როცა ლიხი ჩაკეტილობის სიმბოლო აღარაა და საშუალება გვაქვს საქართველოს ყველა კუთხის მოვლისა, ნახავ რაოდენ მრავალფეროვანი კულტურა, წეს-ჩვეულებები, სამზარეული, ჩაცმულობა, ხასიათი, არქიტექტურა, მეურნეობა, ბუნება და სხვ. იყრის თავს ამ პატარა საქართველოში. ეს ყოველივე კი მიგახვედრებს თუ რატომ ვართ ესოდენ “მდიდარი” და გამორჩეული ქვეყნა, მიგახვედრებს რომ სწორედ ეს სიფერადი, ხალხის თუ ბუნებისა, ქმნის საქართველოს უნიკალურს.


ახლა როცა თითქმის ყველა კუთხე მოვლილი მაქვს ” ჩემი თვალით დანახული საქართველო” ცისარტყელაა – ფერადი და კაშკაშა, გამორჩეულად ლამაზი და თვალის მომჭრელი, მარტივად დასნახი მაგრამ ძნელად მისწვდომი. დიახ, “ჩემი თვალით დანახული საქართველო” ცისარტყელაა, მყინვარიდან ზღვამდე გადაწოლილი და მისი ერთი ფერის დაკარგვაც კი მის ეშხს აფერმკრთალებს. სწორედ ამიტომ “ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გვიყვარდეს!”

ცის