კვირიას ციხე-სახლი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

  • Home
  • სიახლეები
  • კვირიას ციხე-სახლი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზემო ხალაწანში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების კვირიას ციხე-სახლს 2018 წლის 24 ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ციხე-სახლი შედგებოდა მართკუთხა ნაგებობისა და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ჩართული კოშკისგან. ნაგებობიდან მხოლოდ 1-მდე კედლების ნაშთებია შემორჩენილი. კოშკი კვადრატულია (6,2×6,2 მ). ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. გარედან მობათქაშებული იყო. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 მეტრში შემორჩენილია ქვით ნაგები საწნახელი.კოშკიდან შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, ისიც ფრაგმენტულად. ნაგებობიდან მხოლოდ ცალკეული კედლები 1 მეტრის სიმაღლეზე. მთლიანადაა ეკალ-ბარდებით დაფარული.აუცილებელია ძეგლის გაწმენდა.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა