კვიპროსის კლდოვანი სანაპიროების გამო მოტყუებული ძმაკაცი

  • Home
  • ბლოგები
  • კვიპროსის კლდოვანი სანაპიროების გამო მოტყუებული ძმაკაცი

კვიპროსის კუნძული და ზღაპრული სილამაზე…

* ჯერ დავიწყებ სიყვარულის ხიდით… აია ნაპადან პარალიმნისკენ რომ მიდიხართ სანაპიროთი აი ამ გაყოლებაზე არის სიყვარულის ხიდი Love Bridge საოცარი ადგილი… ვერც სიტყვები გამოხატავს და ვერც ფოტოები იმ გარემოს იქ რაც არის… საოცრად სუფთა ზღვა და ულამაზესი კლდოვანი სანაპირო… აქ უამრავი ადამიანი მიდის, განსაკუთრებით ეს ხიდი წყვილებისთვის არის ძალიან მიმზიდველი ფოტოებისთვის…

ყველგან ნახავთ გაფრთხილებებს რომ იყოთ ყურადღებით… რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი და საბედისწერო შედეგი იქნება… თუ ექსტრემალური სიტუაციები გხიბლავთ საერთოდ ეს ადგილები ამ ყველაფრისთვის მისწრებაა… ამ კლდეებიდან არის წყალში გადასახტომები და ამ ადგილებიდან გადახტომა კი არა უბრალოდ გავლაც კი ადრენალინს იწვევს…

* ეხლა კი ამბავი თუ როგორ მოვატყუე ძმაკაცი იმისთვის რომ გვენახა Sea Caves, Cape Greco და Canyon…
მთელი დღის განმავლობაში როგორც აპლიკაცია გვიჩვენებდა გავლილი გვქონდა 25 კილომეტრი ფეხით… და ვიყავით ზუსტად მაგ დროს სიყვარულის ხიდთან, აი ამ ადგილიდან კი 5 კილომეტრში იყო Sea Caves… 7 კილომეტრში კი Cape Greco და Canyon…
თან საღამო იყო უკვე და მალე დაბნელდებოდა, ეს კი ნიშნავდა იმას რომ ამ ადგილებს ვერ ვნახავდით, რადგან მეორე დღეს სხვა ქალაქში ვიქნებოდით და აქ დაბრუნებას მხოლოდ შემდეგ მოგზაურობაზე თუ შევძლებდით…

ორივე ძალიან დაღლილები ვიყავით, ტაქსი აქ არ იყო არსად, ერთადერთი ის იყო რომ ფეხით უნდა წავსულიყავით, მაგრამ 7 კილომეტრი არისთქო რომ მეთქვა ხაზარასთვის არანაირად არ დამთანხმდებოდა ამაზე, რადგან ფეხზე ვეღარ იდგა უკვე.

ერთი იმაში გამიმართლა რომ მას სმარტფონი დაუჯდა და ნავიგაციას ვერ აკონტროლებდა… მეც ვისარგებლე და ვუთხარი რომ 700 მეტრი იყო ამ ადგილამდე… დრო გვქონდა ცოტა რადგან დაბნელდებოდა და იქ ვერაფერს ვერ ვნახავდით, ამიტომ სირბილით წავედითთქო ვუთხარი და მან მოიცა ნელა წავიდეთო 700 მეტრს უცბად გავივლითო…

არადა როგორი სათქმელია რომ 700 მეტრი კი არა 7 კილომეტრია დანიშნულების ადგილამდე… მოკლედ წავედით ნელი სირბილით თან ზურგჩანთები გვაქვს… როგორც კი გავირბინეთ 200 მეტრამდე, უკვე არანაირი სიცოცხლის ნიშანი აღარ იყო, ერთადერთი გზა და გარშემო როგორც ფილმებში მინახავს უდაბნოს მსგავსი ადგილები, კლდეები… ცოტა კი შევშინდი მეთქი რამე შარში არ გავეხვიოთთქო, მაგრამ მიზანი იმდენად სანატრელი იყო პირიქით უფრო მოვუმატე სირბილს…

უკვე გავიარეთ 700 მეტრი და მეტიც, აი დაიწყო ხაზარამ რომ სად ვართ? მალე მივალთ? მანახე რუკაო… მაგრამ მე ეხლა ვაპარებ ნელ-ნელა რომ აი კიდევ 700 და ეგაათქო… მოგატყუე და მალე მივალთთქო… აბა როგორი სათქმელია რომ ჯერ გზის ნახევარიც არ გაგვივლია… უკვე გზაზე 5 წუთში თუ ერთი მანქანა გაივლიდა და ისიც ტურისტების, რომლებიც სავსე იყო და ავტოსტოპს აზრი არ ქონდა…

მეც ძაან ცუდათ ვარ დაღლილი ეს ზურგჩანთა საერთოდ ძირს მაგდებს და ხაზარას ვხედავ უკან, გაჩერებულია… მორჩა მე ვეღარ მოვდივარო, მივედი და ჩანთა გამოვართვი მე წამოვიღებ შენსასაცთქო… იმდენად დიდი იყო სურვილი რომ მენახა ეს ადგილები, უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი… და ამ დროს ვხედავთ წარწერას… რომლის შინაარსიც ასეთია – ტერიტორიაზე არის ველური ცხოველები და არ ინადიროთ…

ოპაა ჩვენ რა უნდა ვინადიროთ, პირიქით არ მოგვინადიროს რომელიმე ცხოველმა ამას ვფიქრობთ და მე მაინც ვამხნევებ რომ რა უნდა იყოს, ეგრე მოვარდეს და შეგვჭამოსთქო… ეხლა უკვე 3 კილომეტრზე მეტი გავლილი გვაქვს და მე უკან დამხევი არ ვარ, ხაზარამ გზა რომ არ გააგრძელოს და უკან რომ მიბრუნდეს იმდენი აქვს გასავლელი რომ დაფიქრდა კარგი მოვდივარო მაგრამ ერთი კითხვა მაქსვო… აი მივედით კარგი, მაგრამ უკან როგორ ვბრუნდებითო?

და ჩემი პასუხი – მაგას რომ მივალთ მერე მოვიფიქრებთქო…

მივრბივართ… მივფორთხავთ უფრო სწორად ამას სირბილი აღარ ერქვა და თან გარშემო ვიყურებით რომელიმე ცხოველი არ გამოგვიხტეს… ერთი ის გვაშინებს კიდევ რომ, ამხელა გზა გავიარეთ და ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია ფეხით მოსიარულე… არც სახლი და საერთოდ არაფერი რომ თავი მაინც შევაფაროთ…

მაგრამ როგორც იქნა მივაღწიეთ საოცნებო ადგილს და უცბად ყველა შიში გაქრა… უკვე ბნელდებოდა, მაგრამ მოვასწარით დათვალიერება და ფოტოების გადაღებაც, მაგრამ მარტო Sea Caves ამ ადგილის… აი Cape Greco და Canyon – ისკენ ვერ წავედით რადგან ესენი კიდევ 2 კილომეტრით იყო დაშორებული და აზრი არ ქონდა სიბნელეში მაინც ვერაფერს ვნახავდით…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სანამ ჩვენ მოვრჩით ფოტოების გადაღებას და დათვალიერებას მანამდე თუ ვინმე იყო შემორჩენილი ტურისთი მანქანით აქ ისინიც წავიდნენ… ერთი ეგ იყო იმედი რომ მათ გავყვებოდით… მორჩა დაბნელდა გარშემო მხოლოდ კლდეები, სიბნელე, ზღვა და ფიქრები იყო იმის თუ რომელ ცხოველებს გულისხმობდა ის წარწერა…

აი ეხლა კი საფიქრალი იყო რა გვექნა, უკან სულ რომ ახალი გაღვიძებული ვყოფილიყავით წასვლა მაინც რთული იქნებოდა და თან გარშემო სიბნელეში უფრო დიდი იქნებოდა შანსი იმის რომ რამე ცხოველი გამომხტარიყო…

მეთქი დავრჩეთ აბა და დავიძინოთ აქთქო… არადა როგორი დასაძინებელია, ხაზარამ კი აბა რაო დავიძინოთ და დილას გავიღვიძებთ ცალი ფეხით ან ცალი ხელითო…

მოკლედ არ ჩანდა გამოსავალი, მაგრამ გამოჩნდა გზაზე მომავალი მანქანა რაც იყო ხსნა ჩვენთვის… აღმოჩნდა წყვილი რუმინელი ბიჭი და რუსი გოგო… რომლებიც კვიპროსში ცხოვრობენ… და ღამე გადაუწყვეტიათ ამ ადგილის ნახვა… ჩვენთვის კი ეს ნიშნავდა ყველაფერ კარგს… უბრალოდ მხოლოდ იმას ვნატრობდით რომ აია ნაპასკენ მიდიოდნენთქო და წაგვიყვანონთქო… და ზუსტად ეგრე აღმოჩნდა აია ნაპასკენ ბრუნდებოდნენ… წაყვანაზეც უარი არ უთქვიათ, პირიქით საერთოდ ბოლო წერტილამდე მიგვიყვანეს სადაც გვინდოდა… ასე მარტივად გადავრჩით გაურკვეველ და შიშით მოცულ ღამეს… ასეა სიკეთე ყველგანაა…

თუ მიზნად რამეს დაისახავთ ყველაფერი გამოვა… ხაზარასაც სიბრაზემ გადაუარა და ასე დასრულდა ეს ერთი დიდი ემოციებით სავსე დღე…

Cape Greco და Canyon კი დავუთქვით პირობა, რომ შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად ვნახავთ…