აბასთუმანში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, ასევე დაგეგმილია ახალი და არსებული რეზერვუარების მშენებლობა-რეაბილიტაცია
კურორტზე, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა, რის გამოც აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივები და დამსვენებლები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ
პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს
წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო